Feedback

დემურ ხურცილავა: დევნილთა სოციალური გენოციდის მზაკვრული პოლიტიკა აჭარაში....

  /   ნანახია 551 ჯერ

დემურ ხურცილავა:  დევნილთა  სოციალური  გენოციდის  მზაკვრული  პოლიტიკა  აჭარაში....

აფხაზეთიდან დევნილი, პარაფსიქოლოგი 

  PKTV-ს საკ.კორ-ი აჭარის რეგიონიდან, 

2016 წლის 31 მაისი

 

 

 აჭარის რეგიონში დღემდე შევარდნაძისა და სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმების მიერ ორჯერ გაუბედურებული და ორჯერ დევნილებად ქცეული 400-მდე უსახლკარო ე.წ. „კომპენსირებული“ დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომელთა ბედი 22 წლის შემდეგაც კი გაურკვეველია!!! მსოფლიოში ალბათ არც არსებობს სახელმწიფო, სადაც 22 წლის განმავლობაში უზნეო ხელისუფლებების მიერ არაერთგზის გაუბედურებული უსახლკარო დევნილები ცხოვრობენ და ამ მხრივ ჩვენი „ოცნების“ საოცარი „დემოკრატიის“ ქვეყანა ალბათ გამონაკლისია!!!...2006 წელს სააკაშვილის ნაციონალურმა ფაშისტურმა რეჟიმმა, აჭარის რეგიონში მცხოვრები კომპაქტურად მცხოვრები დევნილი ოჯახები, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების შეთავაზების გარეშე, ძალადურად თავსმოხვეული ე.წ. „კომპენსაციის“ სანაცვლოდ, ბარბაროსული მეთოდებით გამოყარა კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან, რითაც უხეშად დაარღვია დევნილთა საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები!!! აღნიშნული ვანდალური ფაქტების გამო დევნილთა 90%-მა საცხოვრებელი ბინები ვერ შეიძინა, რის გამოც დღემდე უკიდურესად მძიმე სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან!!!...

   მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს დღევანდელი „ვიღაცის“ ოცნების ხელისუფლება „ვიღაცეების“ დაკვეთით, უსახლკარო დევნილთა მზაკვრულ სოციალურ გენოციდს ეწევა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები ამ ფაქტებზე არ რეაგირებენ!!!... აჭარაში უსახლკარო დევნილთა მდგომარეობა განსაკუთრებით რთულდება საკურორტო სეზონის მოახლოვებასთან დაკავშირებით, როდესაც დევნილთა მიერ დაქირავებული ან დაგირავებული ბინების პატრონები, უსახლკარო დევნილებს სისტემატურად ავიწროვებენ!!!.... აჭარის რეგიონში კარგად იგრძნობა მუსლიმიზაციის გავლენების გაძლიერების თურქული ექსპანსიის პოლიტიკა, რომელსაც უდღეური და ანტიეროვნული „ოცნების“ ხელისუფლება ვერაფერს ვერ უპირისპირებს! იმის ნაცვლად, რომ აჭარაში მართლმადიდებელი მოსახლეობის დამკვიდრების პროცესებს ხელი შეუწყონ, ყველაფერი პირიქით ხდება, რასაც დღევანდელი მოღალატური ხელისუფლება აშკარად ხელს უწყობს!!! 2012 წლის არჩევნებამდე „ოცნების“ ბელადი ბ. ივანიშვილი ყველა წინასაარჩევნო მიტინგებზე გაჰყვიროდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ის ე. შევარდნაძისა და მ.სააკაშვილის მიერ ორჯერ გაუბედურებულ, ქუჩაში გაყრილ უსახლკარო დევნილ მოსახლეობას, ღირსეულ ცხოვრებისეულ პირობებს შეუქმნიდა, მაგრამ მან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ისინი თაღლითურად გადააგდო და 2013 წლის 23 მაისის N483-ე განკარგულების საფუძველზე უსახლკარო დევნილთა ოცნებები სამუდამოდ დაასამარა!!! აბსოლუტურად ანალოგიურად მოიქცა მისი შვილობილი პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი, რომელმაც ბ. ივანიშვილის ანტიჰუმანური განკარგულების ზუსტი კოპირება მოახდინა და 2015 წლის 4 თებერვლის N127-ე განკარგულებით, შევარდნაძისა და სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმების მიერ ორჯერ გაუბედურებულ დევნილებს, გრძელვადიანად „დაკმაყოფილებული“ დევნილები უწოდა!!!......... მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი კატეგორიის დევნილებზე სახელმწიფოს არავითარი კომპენსაცია არასდროს არ გაუცია და ამაზე არც ფინანსთა, არც ეკონომიკის და არც დევნილთა სამინისტროს არავითარი ოფიციალური დოკუმენტები არ მოეპოვება გარდა იმისა, რომ ეს იყო ნაციონალ-ფაშისტების მიერ კარგად ორგანიზებული თაღლითური სქემები, რომლითაც ისინი შავ ფულებს ათეთრებდნენ!!!....

       მიუხედავად უსახლკარო დევნილთა უმძიმესი, დღემდე გაურკვეველი და უპერსპექტივო მდგომარეობისა „ოცნების“ ანტიეროვნულ-ანტიმართლმადიდებლური და უზნეო ხელისუფლება დღემდე აგრძელებს უსახლკარო დევნილთა, ევრო-ამერიკელი სატანისტების მიერ დაკვეთილი გენოციდის მზაკვრულ და უზნეო პოლიტიკას, რაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია!!! აჭარის რეგიონის გარდა, თითქმის ყველა რეგიონებში მიმდინარეობს დევნილთა საცხოვრებელი ბინების მშენებლობები, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს იმის შესახებ,............ რომ აფხაზეთიდან დევნილ უსახლკარო დევნილთა სოციალური გენოციდი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, რათა აფხაზეთში დაბრუნებელიც არავინ დარჩეს, რაც........ ამერიკელი სატანისტების გეო-პოლიტიკური მიზნების ერთი შემადგენელი ნაწილია და საქართველოში დღეს არსებული ეთნოკონფლიქტების უვადო კონსერვაციას ისახავს მიზნად, რასაც საქართველოს დღევანდელი „ოცნების“ უთავბოლო და ანტიეროვნულ-ანტიმართლმადიდებლური ხელისუფლება „წარმატებით“ ახორციელებს!!!........ 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლებამ, მხოლოდ ნაციონალ-სატანისტების მიერ 2010-12 წლებში ბენზეს დასახლებაში აშენებული დევნილთა კორპუსების შესასვლელები-ფოიები ბინებად გადააკეთა და იმერეთში მცხოვრებ დევნილებს შერჩევითი „სამართლის“  საფუძვლებზე გადასცა, რის გამოც ბინების მნიშვნელოვანი ნაწილი ქირავდება, გირავდება და იყიდება კიდეც, მაშინ როდესაც აჭარის რეგიონში მუდმივად მცხოვრები, შევარდნაძის და სააკაშვილის რეჟიმების მიერ ორჯერ გაუბედურებული უსახლკარო ე.წ. „კომპენსირებული“ (ძალით „კომპენსირებული“) დევნილები უბინაობით იტანჯებიან!!! აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს და სასიცოცხლო საკითხების მიმართ, დევნილთა........ კორუმპირებული სამინისტრო და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი აბსოლუტურად არაადეკვატურად მოქმედებენ, რაც დევნილთა მძაფრ პროტესტებს იწვევს!!!.........

 აფხაზეთიდან დევნილი უსახლკარო მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება რუსეთის მხრიდან უვიზო მიმოსვლის შემოღებას და ფაქტიურად მზად არის უარი თქვას ქვეყნის მოქალაქეობაზე და რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს, რათა გარდაუვალ ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინოს თავისი ოჯახები, რომლებსაც ერთი ახირებული კაცის „ოცნებამ“ სასიკვდილო განაჩენი უკვე გამოუტანა!!! უსახლკარო და უმუშევარ დევნილთა მზაკვრულ სოციალურ გენოციდზე მიანიშნებს ის ფაქტები, რომ უსახლკარო და უმუშევარ დევნილებს, ზნედაცემული „ოცნების“ ხელისუფლება „შემწეობის“ სახით მხოლოდ 45 ლარს უხდის თვეში,........ რაც დღიურად 1,5 ლარის ტოლფასია და სიღატაკის დღიურ ნორმას ათჯერ ჩამოუვარდება!!!...აქვე მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის (დასჯის) სამინისტრომ, 2015 წელს ე.წ. „გეგმიური გადამოწმებების“ ნაციონალური მეთოდიკით, უსახლკარო და უმუშევარ დევნილებს ე.წ. სარეიტინგო ქულები ხელოვნურად აუმაღლა და ფაქტიურად ყველა შეღავათები მოუხსნა, რაც ასევე უსახლკარო და უმუშევარ დევნილთა გარდაუვალი სოციალური გენოციდის საფუძველთა საფუძველი გახდება, რისთვისაც სრული პასუხისმგებლობა ქართული „ოცნების“  ბელადს ბ. ივანიშვილს და მის მიერ დაკომპლექტებულ უზნეო ხელისუფლებას დაეკისრება!!!......

     თუ ვინმეს, რომელიმე ცივილიზებულ ევროპულ ქვეყნებში არ გინახავთ დევნილთა გაუგონარი ჯოჯოხეთური ცხოვრების რეალური ფრაგმენტები, მაშინ ჩამობრძანდით აჭარაში და მე განახებთ, საოცარი ევროპული „დემოკრატიის“ ქვეყნის  რეგიონს, სადაც 22 წელია აფხაზეთიდან დევვნილი უსახლკარო ოჯახები ნამდვილ „თანამედროვე“ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ, ტოტალური შიმშილით მიაქვთ თავიანთი ტანჯული ცხოვრება და არავითარი სამომავლო პერსპექტივები არ გააჩნიათ!!!.... საქართველოს ზნედაცემული „ოცნების“ ხელისუფლება სტიქიით (ეს კარგია) დაზარალებულებს ბინების შესაძენად ასეულობით ლარს უხდის და მათ პრობლემებს უმოკლეს ვადაში უგვარებს, რადგან ისინი თბილისელები არიან და...შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის უზნეო და ანტიეროვნული ხელისუფლებების მიერ ორჯერ განადგურებულ და ორჯერ დევნილებად ქცეულ უსახლკარო დევნილებს, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მიერ უკანონოდ თავსმოხვეულ ე.წ. „კომპენსაციას“ (7000 დოლარს) ემადლებიან და ნამდვილ მიწიერ ჯოჯოხეთში ამყოფებენ!!! ასეთი ღვთისგან დაწყევლილი ქვე-ყანა ნამდვილად არსებობს და........ მას მისტერ ბიძინის ხუშტურიანი „გაგებით“... „გასაოცარი ევროპული დემოკრატიის“ საქართველო ჰქვია  ბატონებო!!!...... თუ ვინმეს აინტერესებს ნაციონალ-ფაშისტებსა და მეოცნებეებს შორის რა განსხვავებაა გეტყვით: ნაცისტები მათ მომხრე ე.წ. „კომპენსირებულ“ დევნილებს ბინებით აკმაყოფილებდნენ და მეოცნებეებმა კი მათი მომხრე ე.წ. „კომპენსირებული“ დევნილები საერთოდ გადააგდეს!!!.....ნაციონალ-ფაშისტები დაუმორჩილებელ ქართველებს ტყვიებით კლავდნენ, ხოლო მეოცნებეები კი კანონმორჩილ ე.წ. „კომპენსირებულ“ დევნილებს უბინაობით და უმუშევრობით აწამებენ და შიმშილით კლავენ....და მათ შორის, რომელი ხელისუფლებაა უფრო „ჰუმანური“, ეს თქვენ თვითონ განსაჯეთ ბატონებო!!!