Feedback

მეუფე იაკობის მიმართვა ეკონომიკის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა

  /   ნანახია 496 ჯერ

მეუფე იაკობის მიმართვა ეკონომიკის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა

საპატრიარქო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეუფე იაკობს  საკუთრებაში  გადასცა   ავტომანქანა TOYOTA LANDCRUISER- ი.   

საპატრიარქოს განცხადებით, 2014 წელს მეუფე იაკობმა , როგორც ქორეპისკოპოსმა, მართლაც მიმართა ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობით ორი ავტომანქანის საკუთრების უფლების  გადმოცემის შესახებ, ოღონდ არა თავისი მოხმარებისთვის, არამედ სვანეთის ეპარქიისთვის, თუმცა მეუფის ეს მიმართვა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა.  როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მანქანები 2009 და 2011 წელს, ხელისუფლებამ სვანეთის ეპისკოპოსს , მეუფე ილარიონს გამოუყო სარგებლობის უფლებით.