Feedback

გოგა ბითაძე სერბეთის 16-წლამდელთა ჩემპიონია

  /   ნანახია 951 ჯერ

გოგა ბითაძე სერბეთის 16-წლამდელთა ჩემპიონია

საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრების წევრი, გოგა ბითაძე სერბეთის 16-წლამდელთა ჩემპიონატის – კადეტთა ლიგის გამარჯვებულია. ქართველი ცენტრი ბალკანეთში მიმდინარე სეზონის შუა ნაწილში გაემგზავრა, სადაც „მეგა ლეკსის“ შემადგენლობაში 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატებში ასპარეზობდა.
ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში „მეგა ლეკსი“ „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 77:59 მოუგო. ამ გამარჯვებით ქართველი კალათბურთელის გუნდი სერბეთის კადეტთა ლიგის გამარჯვებული გახდა. გოგა ბითაძემ ფინალში 6 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. ნახევარფინალში ბითაძის გუნდმა კიდევ ერთ სერბულ გრანდს „პარტიზანს“ აჯობა ასევე დამაჯერებელი ანგარიშით 87:57. იმ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა აქტივში 13 ქულა, 8 მოხსნა და 6 დაფარება ჩაიწერა.