Feedback

ძაღლის თავი სიბნელეში ან სად მარხია შავი კატა

  /   ნანახია 476 ჯერ

ძაღლის თავი სიბნელეში  ან სად მარხია შავი კატა

თქვენი არ ვიცი და პირადად მე ცოტა არ იყოს დაუჯერებელი მეჩვენება, რომ მომეცა ამ თემის განვრცობის საშუალება, ვეცდები თანმიმდევრულად ქრონოლოგიის დაცვით ჩამოვყვე მოცემულ თემებს. დავიწყოთ უმთავრესი თემით „შუქნიშნით“. შეგიმჩნევიათ ალბათ, რომ შუქნიშანი შედგება სამი ფერადი ნათურისგან.აქ ის პასუხგაუცემელი კითხვაა,რომელიც ძალიან აწუხებდა ვინმე უილიამს,გადადის მეორე პლანზე, ვინაიდან ბუნებრივად ჩნდება ინტერესი თუ რატომ ამდენად გამოჰომოსაპიენსებულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა შეექმნა მოციმციმე შლაგბაუმი ასეთი ფორმით?! აქა მშვიდობა და როდესაც დადგა საყოველთაო სიფხიზლის მომენტი ერთ_ერთმა კანონმორჩილმა მოქალაქემ უკიდურესი გულისტკივილით აღნიშნა: “რაია ბიჭო რათ უნდა ამდენი ლამპოჭკა“

     მწვანე ნათურა -  რამდენჯერ გითქვამთ ან გსმენიათ ცხრა მთას იქეთო, ჩვენ კი ამ შემთხვევაში ბოლოს წინა მოვიშველიოთ ანუ მერვე. დიდი იმედი მაქვს ამ წერილის ადრესატი არის ჩემსავით სენტიმეტალური პოეზიის მოყვარული და ის, რომ მხოლოდ გაზაფხულზე მწვანდება ჩვენს მიერ ნახსენები მთა, რომელიც მასში  იწვევს რომნტიულ შეგრძნებებს მსგავსად შავ-თეთრი ფილმების ყურებისას (ცხვირებისას,პირებისას), რომლებიც რახანია ჩაინდისივით რეტროს სფეროს მიეკუთვნებიან. აი აქ კი დგება ჩვენი მოკრძალებული კვლევის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი, წებო, წებოსთან გამახსენდა გატეხილი ბოკალი, რომელიც მიუხედავად ავტორის ოსტატობისა არანაირად არ ერითმება წითელ ღვინოს, თუმცა გადასარევად ეხამება,შენ ხარ ჩემი ბატონი.

წებოსი არ იყოსდა წითელ ღვინოსთან გამახსენდა შუქნიშნის მეორე „ლამპოჭკა“, სახელდობრ წითელი.

მთა და ბარი იქეთ იყოს და მთა და ბოკალი კი ჟღერს კარგად სხვა თუ არაფერი ბოკალით ხელში რამდენჯერ დავმტკბარვარ ვულკანი „კოლიმას“ ამოფქვევით.რა დროს არ ვარ ემილი დიკენსონი თორემ „კოლიმას“ ვულკანის ნაცვლად წითელი ღვინით შევსებულ ბოკალს აუცილებლად დავუკავშირებდი „ბაიკალს“  მეტიც ბოკალი მთის გარეშე არც წარმომიდგენია,აჰა მთა ბოკლის გარეშე კი ბატონო! განა მონმარტი და შეზარხოშებული სალვადორ დალი იგულისხმება?!

შუქნიშნის მესამე ფერი სახელდობრ ყვითელი კიდევ კარგი ყვითელი საღბავი დეფიციტური პროდუქტი არის, ისე დაემთხვა რომ ამ ყველაფრის კოლექციონერი აღმოვჩნდი და ჩემი სადაფისფერი ტელეფონი შეეწირა ტელევიზიაში მუშაობის სურვილს, ანუ შევღებე. ზარიც კი ყვითლად რეკავს!!!

როგორც არ არსებობს ბოკალი მთის გარეშე, ასევე არ არსებობს მთა და ბოკალი ტელეფონის გარეშე. არა, არა, არ ვცდები სხვა შემთხვევაში ცხოვრებას რა აზრი ექნებოდა ღმერთმანი?!

აინთება ბოკალი _ჩერდები!

აინთება ტელეფონი_ემზადები მთისთვის!

აინთება მთა_წავედით!

„წავედი ფორუმზე“ იბარებდა რიგითი რომაელი საპირფარეშოში შესვლის დროს, მსგავსი გამონათქვამები არსებობს ყველა ქვეყნის კულტურაში, მაგალითისთვის ვოლტერი ტუალეტში წასვლის დროს ამბობდა: რომ სამყაროს გონთან სასაუბროდ ემზადებოდა. რა შუაშია ფრანგი ფილოსოფოსის ფაღარათი მოცემულ თემასთან? - იკითხავთ თქვენ ისევე, როგორც იკითხა  რიგითმა მოქალაქემ „ლამპოჩკებთან“ დაკავშირებით და მართლაც რა შუაშია?! თუმცა არსებობს ერთი საინტერესო გარემოება, ყველა,ფართო თვალსაწიერის მქონეადამიანმა იცის, რომ საპირფარეშო არის იდეალური ადგილი ფიქრისთვის,მტკიცებულებად მომყავს შემდეგი მაგალითი: გაიხსენეთ რა ვითარებაში მოახდინა კლასიკური მექანიკის ფუძემდებელმა, სერ ისააკ ნიუტონმა საყოველთაო მიზიდულობის კანონის ფორმულირება,შეგახსენებთ - ვაშლის ხის ძირში! აქედან გამომდინარე ყველა ასპექტის გათვალისწინებით შეგვიძლია დანამვილებით ვთქვათ თუ რითი იყო დაკავებული მე-17 საუკუნის გამორჩეული მეცნიერი და არაფერ შუაშია გაპიარებული ვაშლი,გოგრაც რომ დასცემოდა თავზე „ფორუმის“ გარეშე არ გამოვიდოდა ეს ამბავი. მოისაქმაც ამას ქვია!