Feedback

„ივიწყებ წარსულს, კარგავ მომავალს“ - ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილე - PKTV

  /   ნანახია 1194 ჯერ

„ივიწყებ წარსულს, კარგავ მომავალს“ - ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილე - PKTV

23 აპრილი დიდი მეცნიერის, სასიქადულო და საპატიო მამულიშვილის ივანე ჯავახიშვილის დაბადების თარიღია, ამიტომაც ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში აღინიშნა ეს თარიღი, მეცნიერთა ჯგუფის მიერ. PKTV- ის გადამღებმა ჯგუფმა მოამზადა სიუჟეტი ამასთან დაკავშირებით.  გთავაზობთ ამ გამორჩეულ თარიღზე, საქართველოს ისტორიის დიდ ფუძემდებელზე მეცნიერთა მოსაზრებებს, ასევე ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიიდან მნიშვნელოვან დეტალებს, რომელიც ფართოდ ჯერ კიდევ არ გაცხადებულა.

ღონისძიების ორგანიზატორია: პოლიტოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი, მრავალი ნაშრომის ავტორი და მკვლევარი- ელბერდ ბატიაშვილი.

სიუჟეტს უძღვება ჟურნალისტი ლალი ბარძიმაშვილი

ოპერატორი - პაატა კუტალია

მონტაჟი -  ნიკა მწარიაშვილი

უყურეთ  PKTV - ს, ჩვენ არ მოგატყუებთ!

ჩვენ მოვდივართ, მომავალი ჩვენია!