Feedback

სისუსტე სიყვარულში - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით PKTV

  /   ნანახია 1078 ჯერ

სისუსტე სიყვარულში - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით PKTV

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვერძი
სიყვარული ვერძს სიგიჟეების ჩადენისკენ, თავზეხელაღებული საქციელისა და აგრესიისკენაც კი უბიძგებს, თუკი ინტერესის ობიექტი საპასუხო ემოციებს არ ამჟღავნებს მის მიმართ.

კურო
შეყვარებული კურო აბსოლუტურად უმართავი და რაც მთავარია, სასტიკად რომანტიული ხდება. ამასთან იგი არასოდეს ითვალისწინებს მეგობრების, მეზობელების ან ნათესავების აზრს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გულისსწორი აშკარა და ბევრი ნაკლოვანებებითაა შემკული.

ტყუპი
შეყვარებული ტყუპი ხშირად შეგიძლიათ ნახოთ მისთვის უჩვეულო ინერტულ და ჩაფიქრებულ მდგომარეობაში. სხვა ადამიანებს თუ სიყვარული "ფრთებს ასხამს", ისედაც ფრთოსან ტყუპს (ისინი ხომ ფეხფრთიანი ღმერთის – მერკურის შვილები არიან) აიძულებს მიწაზე დაეშვან და საგონებელს მიეცენ.

კირჩხიბი
სიყვარული კირჩხიბს სრულ თავისუფლებას ანიჭებს საიმისოდ, რომ საფუძვლიანად მიეცეს მისთვის საყვარელ საქმიანობას – დეპრესიასა და წუწუნს. შეყვარებული კირჩხიბი აუტანლად ეჭვიანი, ბუტია და დრამატული ხდება.

ლომი
კაცმა რომ თქვას, სიყვარული თავად არის ლომის ერთადერთი და უმთავრესი სისუსტე ცხოვრებაში. შეყვარებული ლომი, დამყოლ და მოსიყვარულე ფისუნიად გარდაიქმნება საყვარელი ადამიანის ხელში.

ქალწული
მისი სისუსტე სიყვარული კი არა, სიყვარულის თანმდევი მიჩვევის მომენტია ადამიანთან. თუმცა საკითხავია რამდენად მივა სიტუაცია მსგავს კონდიციამდე. შეყვარებული ქალწული მზურნველი, ყურადღებიანი და რბილია. თუმცა ცაში არასოდეს დაფრინავს ოცნების კოშკების ასაგებად.

სასწორი
მას თავად სიყვარული უყვარს და საკუთარ თავს შეჰხარის ამ მდგომარეობაში. შეყვარებული სასწორი პოზიტივის განსახიერებაა, ოღონდ აქვს სისუსტეც – ძნელად ახერხებს ურთიერთობის ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე გადასვლას.

მორიელი
შეყვარებული მორიელის სისუსტე ეჭვიანობაა. ზოგადად მესაკუთრული ბუნება და ეჭვიანობა ისეც არ გახლავთ უცხო ხილი მორიელებისთვის, მაგრამ სიყვარული მასში ამ ემოციებს გაორმაგებული ძალებით აღვიძებს და იგი ხშირად ტირანიისკენ მიდრეკილიც ხდება სიყვარულის გამო.

მშვილდოსანი
ტიპურ მშვილდოსანს ფლირტი ურჩევნია ხანგრძლივ ურთიერთობას და თუნდაც რომეო და ჯულიეტას "ლოვ-სთორის" ტიპის უკვდავ გრძნობას. მისი სისუსტე იმაში ვლინდება, რომ ხშირად სიყვარულზე უარს ამბობს, პირადი თავისუფლების დაკარგვის შიშით.

თხის რქა
თხის რქას ზოგადად სიყვარულის და ემოციების ეშინია პანიკურად. მის გულში ამგვარი გრძნობა ფეხს ძალიან ნელა და გეგმაზომიერად იკიდებს. თხის რქის სისუსტე სპონტანურობის შიშია, ამიტომ მუდამ გონებით ეკიდება იგი პარტნიორობის თემას.

მერწყული
მერწყულს სიყვარულის სპეციფიკური და ძალზე ინდივიდუალური აღქმა გააჩნია. მისთვის სიყვარული განზოგადებული, კრებითი დეფინიციაა. ამიტომ მისი სისუსტე, როცა ვინმე უყვარს არის ის, რომ დრო აღარ დარჩება დანარჩენი სამყაროსთვის ყურადღების მისაქცევად. მას ხომ ამ ქვეყნად უამრავი რამ აინტერესებს.

თევზები
თევზებს საკუთარი თავი უყვართ სიყვარულში. მსგავსად კირჩხიბისა, ეს ხალხიც სიყვარულს და ტანჯვას ხშირად აიგივებს ერთმანეთთან. ამიტომ თევზების ყველაზე დიდი სისუსტე არის ის, რომ იგი დამოკიდებული ხდება პარტნიორზე, ისე როგორც ნარკომანი წამალზე.