Feedback

ქათამი შქმერულად

  /   ნანახია 1079 ჯერ

ქათამი შქმერულად

საჭირო მასალები:

1) ქათამი ერთი ცალი 1,3 ან 1,5 კგ.

2) კარაქი 60 გრ.

3)თხილი 100 გრ.

4)რძე 600 მლლ.

5)ფქვილი 10-15 გრ.

6)თხელი ლავაში 1 ფირფიტა

7)ჯავზი ( მუსკატის კაკალი).დანის წვერზე

8)მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1) ქათამი გატრუსეთ, გარეცხეთ და დაამუშავეთ ისევე როგორც ''ტაბაკას'' შემთხვევაში. ნიორი გაარჩიეთ და გახეხეთ, თხილი ოდნავ მოხალეთ და გააცალეთ კანი, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.

2) ქათამი შეწვით როგორც ''ტაბაკა''.

3) ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი და დააყარეთ ფქვილი, შემდეგ დაასხით რძე. მუდმივად ურიეთ რათა არ შეიქმნას კოშტები.

4) რძე უნდა ოდნავ გასქელდეს. შემდეგ დაამატეთ გახეხილი ნიორი, თხილი, მარილი, პილპილი და ჯავზი.

5) შემწვარი და დაჭრილი ქათამი მოათავსეთ კეცზე ან ცეცხლგამძლე ჭურჭელში და დაასხით რძის სოუსი

(ფრანგულ სამზარეულოში ამ სახეობის სოუსს ეწოდება '' ბეშამელი'') და ზევიდან გადააფარეთ ლავაშის ფირფიტა.

6) შქმერული მოათავსეთ გაცხელებულ ღუმელში 7 - 8 წუთი. ლავაში უნდა შეიბრაწოს და გახდეს კრატუნა.

7) შებრაწული ლავაში მოათავსეთ გადაბრუნებულ მდგომარეობაში ცალკე თეფშზე.

8) ლავაში შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ''იმპროვიზებული საჭმელი'' თეფში, რომელზედაც მოათავსებთ ქათმის ნაჭრებს ზედ მოსხმული რძის სოუსით.