Feedback

ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხით

  /   ნანახია 603 ჯერ

ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხით

შემადგენლობა:

1) 1 კგ ყვავილოვანი კომბოსტო
2) 100 გრ კარაქი
3) 2-3 თავი ხახვი
4) 4-4 ძირი მწვანილი
5) 3 ც კვერცხი
6) 100 გრ რძე
7) ყვითელი ყვავილი, პილპილი,მარილი-გემოვნებით
მომზადება

მომზადების წესი:

ყვავილოვან კომბოსტოს მოვაცალოთ მწვანე ფოთლები, მოვაჭრათ ბოლოები, შემდეგ დავშალოთ პატარ-პატარა ნაწილებად,გავრეცხოთ ცივ წყალში და მოვხარშოთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში.ამოვალაგოთ საცერზე, რომ დაიწრიტოს.კარაქში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კომბსოსტოს მოვასხათ. ჩავუმატოთ წმინდად დაკეპილი ახალი ქინძი,კამა,ოხრახუში,შევანელოთ დაფქული შავი პილპილით და ყვითელი ყვავილით. ავურიოთ ერთმანეთში ისე,რომ კომბოსტო არ დაიმტვრეს.შემდეგ დავახუროთ თავსახური და კიდევ მოვშუშოთ ორთქლში.როცა მზად იქნება,გადავიტანოთ ღრმა ტაფაში,მოვასხათ რძეში გათქვეფილი კვერცხი და გამდნარი კარაქი,შევდგათ აირღუმელში.როცა კვერცხი შეიწვება,გამოვიღოთ ღუმლიდან და სუფრაზე ცხელ-ცხელი მივიტანოთ.