Feedback

როგორ მზადდება ნამცხვარი "ზებრა" ?

  /   ნანახია 779 ჯერ

როგორ მზადდება ნამცხვარი

საჭირო მასალები: 

  • 5 ცალი კვერცხი,
  • 3 ჩ/ჭ შაქარი,
  • 200გ. კარაქი,
  • 1ჩ/ჭ არაჟანი,
  • 5ს/კ კაკაოს ფხვნილი,
  • 4ს/კ რძე ან წყალი,
  • ფქვილი, სოდა, ძმარი, ვანილი-გემოვნებით

1) 5 მთლიანი კვერცხისგან და 2 ჩ/ჭ შაქრისგან გაკეთეთ გოგლიმოგლი, დაამატეთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, სოდა, ძმარი, ვანილი, ფქვილი და კოვზით კარგად აზილეთ (ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის).

2)ცომი გაყავით შუაზე. ერთ ნახევარს შეაზილეთ 2ს/კ კაკაოს ფხვნილი. ნამცხვრის ფორმას წაუსვით კარაქი, რიგრიგობით დაასხით ჯერ თეთრი ცომი, ზემოდან ყავისფერი, შემდეგ ისევ თეთრი და ასე გაგრძელეთ სანამ ცომი დამთავრდება შემდეგ შედგით გამოსაცხობად.

3) გამოცხობის შემდგომ - გემოვნებით ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი. (თუ არ გექნებათ სურვილი შოკოლადის ზემოდან მოსხმის, არც ეგ არის პრობლემა, მის გარეშეც შეიძლება ნამცხვრის მომზადება.)

4) მინანქარი: 1ჩ/ჭ შაქარს დაუმატეთ 3ს/კ კაკაოს ფხვნილი, 4სუფრის კოვზი რძე ან წყალი და დადგით ცეცხლზე, დაამატეთ 50გ კარაქი წამოადუღეთ და დასხით ნამცხვარს.