Feedback

როგორ მოვამზადოთ მარტივად სტეიკი?

  /   ნანახია 420 ჯერ

როგორ მოვამზადოთ მარტივად სტეიკი?

საჭირო მასალები:

1) მარილი, პილპილი – გემოვნებით

2) ზეთი - 1 ჩ.კ.

3) წითელი მშრალი ღვინო - 1 ს.კ.

4) ღორის ხორცის სტეიკის ნაჭერი - 4 ც.


ხორცი გავრეცხოთ, შევაშროთ და მოვაყაროთ მარილი და პილპილი, წავუსვათ ერთმანეთში შეზავებული ღვინო და ზეთი.

ხორცი გაცხელებულ ტაფაზე ან გრილზე ორივე მხრიდან შევწვათ 12-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადავიტანოთ თეფშზე, ზედ მოვათავსოთ არომატული კარაქის პატარა ნაჭერი და ზემოდან კიდევ ერთი თეფში დავაფაროთ. მივირთვათ 5 წუთის შემდეგ.
გარნირად შეგვიძლია მოვამზადოთ შემწვარი კარტოფილი. 

გემრიელად მიირთვით.