Feedback

მილიონი ლარი ძიუდოს განვითარებისთვის

  /   ნანახია 699 ჯერ

მილიონი ლარი ძიუდოს განვითარებისთვის

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღეს საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, სადაც ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას,  PSP ჯგუფმა და  სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიამ" სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა. 

ხელშეკრულების მიხედვით, ძიუდოს ეროვნული ფედერაციამ სასპონსორო თანხის სახით დაახლოებით მილიონ ლარს მიიღებს, ეს თანხა ქართული ძიუდოს განვითარებას მოხმარდება.

ოფიციალური შეთანხმება ხელმოწერით დაადასტურეს კომპანია „ზედაზენის"  და "PSP" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეებმა  ცეზარ ჩოჩელმა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა, PSP–ს დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა და ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.


ავტორი: დავით ჩანტლაძე