Feedback

კახი კავსაძე

  /   ნანახია 526 ჯერ

კახი კავსაძე

 












* „მეოთხედი საუკუნე გავატარე, როგორც უბედნიერესმა კაცმა, სიყვარულსა და სრულ ჰარმონიაში" 



 * „არ მიკვირს, თუ ვინმეს წარმატებული და ბედნიერი ვგონივარ. ისეთი პროფესია მაქვს, ვჩანვარ, სხვა         არაფერი...“ “ზოგჯერ მეჩვენება, რომ არაფერი გამიკეთებია. ფილმს რომ ვუყურებ, ვამბობ, ეს რა                 უბედურებაა-მეთქი. კიდევ კარგი, ჩემს თავს სცენაზე ვერ ვუყურებ.“


 * „სად არის ბედნიერება? - რთულია, ამაზე გიპასუხოთ. იცით, რას გეტყვით? არ მინახავს ბედნიერი კაცი. მდიდარი რომ ხარ - ბედნიერი ხარ? მეფე რომ ხარ, ბედნიერი ხარ? არ არის ეგრე...“ 


    * „ბელა! – ვეძახი უნებურად, ძველი ჩვეულებისამებრ... არავინ მეხმაურება. ან როგორ მიპასუხებს მარადისობიდან?! 54 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან. მე 57 წლის ვიყავი. მას შემდეგ ცალხელა დავდივარ, არა - მთლიანი, არამედ ნახევარი.“ 

 

  * „კახი აქ შემთხვევით არის მოხვედრილიო, - მითხრა ერთხელ მიხეილ თუმანიშვილმა, - რა უნდა კახის აქ, შეიძლებოდა ყოფილიყო მშვენიერი ექიმი, ინჟინერიო. გავშრი.. ამ დროს ისე მიყვარს თეატრი, გადავარდნილი ვარ შიგ. ბიჭები მიხვდნენ, გული გამისკდებოდა ტკივილით და შემომხედეს. ვუთხარი: ბატონო მიშა, მე შემთხვევით არ ვარ მოხვედრილი. მთელი ჩემი ჯიში და მოდგმა არტისტები იყვნენ, მომღერლები, შემსრულებლები. ისეთ სახლში დავიბადე, სადაც ცხოვრობდნენ ცეცილია წუწუნავა, ალექსანდრე წუწუნავა, ვასაძე, ხორავა... შემთხვევით თქვენ მოხვდით თეატრში - ჯარიდან, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი შემთხვევითობა-მეთქი. და წავედი.“


„რომ არა ბელას სიძლიერე და გაუტეხლობა, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი. მეუბნებიან, თქვენ გქონდათ გამორჩეული სიყვარულიო... ჩვენ არტისტები ვართ და ჩვენი სიყვარული ჩანდა, თორემ საქართველო სიძულვილმა კი არ შემოინახა... არტისტი თუ ცუდს ჩაიდენს, ისიც მაგრად ჩანს. ჩვენი ყველაფერი ჩანს. ჰოდა, ჩვენი სიყვარულიც ჩანდა...“ 


„როცა საყვარელი ადამიანი მიდის, მოთხოვნილება გიჩნდება, სიზმრად მოგევლინოს. კარგა ხანი რომ გადის, მერე გესიზმრება. ნათლად ვიხილე: თეთრხალათიანები იდგნენ ჩემსა და მას შორის, უფრო – მის მხარეს, და არ გამოუშვეს ჩემთან. რაღაცით ძალიან ბედნიერი იყო, მერე თეთრხალათიანებმა წაიყვანეს... მეორედ ისევ მეზმანა: ვეებერთელა, შავი ტალღები აზვირთულიყო და ამ ტალღებზე გადავიარეთ ჩვენ ორმა.. ამბობენ, დრო მკურნალიაო. არა, ბატონო, ეს როგორ უნდა გადაიტანო, ისევ გტკივა, შეიძლება - უფრო მეტადაც. უბრალოდ, ურიგდები ხვედრს და ეგ არის...“


„ერთხელ, ორი სეზონი იყო, ირაკლის და ნანუკას ხილი ვერ ვაჭამე. ნანუკა 8 წლის იყო, ირაკლი - 4 წლის. დიდი გაჭირვება იყო. კიდევ კარგი, კინოში მაინც მიღებდნენ... ოჯახში ერთადერთი ბელა იყო ყველაზე მაგარი. სიხარულიც ეგ იყო და იმედის მომცემიც.“


* " კაცის სხეულის ნაწილია ქალი, იგი ხდის კაცს მთლიანს – ეს ქალის ფენომენის გაცხადებული საიდუმლოებაა. ზოგჯერ კაცს ხელი ულპება და აუცილებლად უნდა მოიჭრას, ეჩვენება, რომ ის ქალი ზედმეტია და ტოვებს მას... მე ბედნიერი კაცი ვიყავი – მქონდა სიყვარული და დიდი პასუხისმგებლობა.“


* " ესპანეთის შემდეგ "დონ-კიხოტზე" კახი კავსაძე უნდა "მოკლას" დონ-კიხოტმა!"


*  "სცენა ჩემი ლაბორატორიაა, აქ ხდება იმპროვიზაციის შინაგანი პროცესი. თუ სცენას დავთმობ, ვერ ვიქნები შემოქმედი, არტისტი, გამომგონებელი და დავიწყებ "თამაშს", ეს კი კინემატოგრაფიის მტერია."


 * " „ჩემ გვერდით დიდებული ქალი იყო – ბელა მირიანაშვილი, ქალი, რომლის გვერდითაც უნდა გეცადა, ღირსეული ყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა ან საერთოდ გამომდიოდა თუ არა. ხშირად მაგრძნობინებდა, თუ როგორ მაფასებს, რამხელა პიროვნებად მივაჩნივარ – რა უფლება მქონდა, მისი აზრი არ გამემართლებინა?! ბელა! – ღმერთო ჩემო, ასე მერამდენედ მემართება. ვეძახი, ვესაუბრები, მოვლენებს მისი საზომით ვზომავ... ეს ძალზე ინტიმურია.“ 


* "- მიყვარს.
კიდევ ვცადე... იქნებ ერთი ფრაზით მეტი მაინც დასცდეს-მეთქი. ის კი ჩვეული ომახიანობით იხსენებდა რაღაც ძალიან ძველ ამბავს, წინ რამდენიმე შავ-თეთრი ფოტო ეწყო. იცინოდა, ხუმრობდა...
გავჩუმდი.
გაჩუმდა."