Feedback

ყავს თუ არა რუსთავის ''დენს" პატრონი?! - სად ვეძებოთ, სამართალი მკვდარია!?..PKTV.GE

  /   ნანახია 861 ჯერ

ყავს თუ არა რუსთავის ''დენს

 ანი ჩხეტიანი

დღეს, 23. 02.16 წ., რუსთავში, რუსთაველის 30 ა-ში, ტელევიზია PKTV-ში, დღის განმავლობაში დენი რამდენჯერმე გაითიშა.

ჩვენ დავრეკეთ ცნობარში - 11801 და ვითხოვეთ ''ენერგო-პრო ჯორჯიას'' ნომერი, პრობლემის გასარკვევად, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ირთვებოდა დენი დღის განმავლობაში.  ცნობარმა გვიპასუხა, რომ რუსთავს არ ჰქონდა ოფიციალური ოფისი ენერგო-პრო-ჯორჯიასი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვეთ სხვა საშუალება, რომ გაგვერკვია ეს პრობლემა, ცნობარმა მერიის ცხელი ხაზის ნომერი 22 00 05 (0341) მოგვაწოდა, თუმცა დაკავშირება ვერ მოხერხდა, ოპერატორი მუდმივად დაკავებული იყო, ალბათ ყურმილი საერთოდ გადადეს, რომ ''აბეზარ" აბონენტებს არ გადაეღალათ და არ შეეწუხებინათ მერიის ცხელი ხაზის ''დიდნი". მაგრამ ჩვენ არ დავნებდით და ხელახლა დაუკავშირდით 11801-ს, კვლავ მოვახსენეთ ჩვენი ტელევიზიის პრობლემა და მოვითხოვეთ ა დაკავშირებისთვის ტელეფონის სხვა ნომერი. ცნობარმაც რუსთავის მერიის ცხელი ხაზის სხვა ნომერი  მოგვცა . როგორც იქნა, დავუკავშირდით მერიის ცხელ ხაზს, რომლის ოპერატორმაც ''გულახდილად" მოგვახსენა, რომ „დენი მალე ჩაირთვებაო“ - მაგრამ ეს "მალე" რამდენ ხანში იქნებოდა, ვერ დავადგინეთ, არც თავისი ვინაობის გამხელა ისურვა.  თუმცა როგორც კი საუბარი დავასრულეთ, "დენიც" მოვიდა..

 მიზეზი კი თურმე, როგორც მერიის ცხელი ხაზის ოპერატორმა გვითხრა, აბონენტების მიერ ელენერგიის საფასურის გადაუხდელობა ყოფილა და ქვესადგურები ამ აბონენტების გამორთვაზე მუშაობდნენ...

ალბათ დაგვეთანხმებით, როდესაც მოქალაქე არ იხდის დაკისრებულ თანხას, დენი მაშინვე ეთიშება და არანაირი ადამიანური მიდგომა არ აქვთ ამ ფაქტთან დაკავშირებით. და რა ვქნათ მოქალაქეებმა მაშინ, როდესაც დღეს, ამ გაჭირვების პერიოდში, უამრავ თანხას ვიხდით  ელექტრო-ენერგიის მოწოდებაში და დენი დღის განმავლობაში რამდენჯერმა ირთვება?

ამ კითხვაზე პასუხი არ არის.  რადგან როგორც გაირკვა ენერგო-პრო ჯორჯიას ვერ დაუკავშირდებით ადგილობრივ ქალაქში, და არც პასუხი არ არსებობს მერიის ცხელ ხაზზე. უბრალოდ უნდა დაელოდოთ რომ დენი „მალე ჩაირთვება“

პასუხს ვინ აგებს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჩვენ - ტელევიზია, რომელიც ელექტრო-ენერგიის ყოველთვიურ გადასახადს ვიხდით, ვყვებით ქვესადგურების ''სერიოზულ'' "მუშაობაში" ანუ ე.წ. ურჩ აბონენტებთა სიაში და გადაცემები გვაქვს, სტუდიაში ვმუშაობთ, ვამონტაჟებთ, რესპონდენტები გვყავს, ჩართულია განათებები, ტექნიკა და ა.შ. - და უცებ - ''ფააფუუ" - დენს გვითიშავენ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უამრავი ტექნიკა გვაქვს და ამ ჩართვა-გამორთვაში ხომ შესაძლოა, სერიოზულად დაზიანდეს? ვინ აგებს ამაზე პასუხს? - ქვესადგური თუ რუსთავში არარსებული ''ენერგო-პრო-ჯორჯია" თუ რუსთავის მერია, თუ?...

ასე რომ, ბატონებო - ჩვენ,  ტელევიზია PKTV მოვითხოვთ, ელექტროენერგია მუდმივად მოგვეწოდებოდეს, რადგან, ვიმეორებ, ჩვენ ყოველგვარი გადაცდენის გარეშე ვიხდით ელენერგიის ყოველთვიურ მიმდინარე გადასახადს და ვალდებულები ხართ, თქვენც ასე წესიერად და პატიოსნად მოგვემსახუროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ, შესაბამისი სამსახურები და რუსთავის მერია აგებთ პასუხს ჩვენს ტექნიკურ ზარალსა თუ მორალურ ზიანზე. რადგან, ვიმეორებ, ტელევიზიაში უამრავი საქმეა, უამრავი მასალა მზადდება და ჩვენ მუშაობაში ხელი გვეშლება ''ენერგო-პრო-ჯორჯიელებისა" და ელქვესადგურებიდან წამოსული პრობლემის გამო.