Feedback

ბუტროს გალიმ გალი-ელები (გალელები) გალი-ლიაში დააბრუნა...

  /   ნანახია 812 ჯერ

ბუტროს  გალიმ  გალი-ელები (გალელები)  გალი-ლიაში  დააბრუნა...

 

დემურ ხურცილავა,

ჟურნალისტური გამოძიების ,„ჟურნალისტები და იურისტები

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“,

აჭარის რეგიონალური სამსახურის უფროსი, 21.02.2016 წ.

 

აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე გალელები „განსაკუთრებული“ ხალხია!!! მე რა თქმა უნდა ყველა გალელს არ ვგულისხმობ, მაგრამ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ბევრი მათგანი სტატიაში თავის თავს ნამდვილად ამოიცნობს! დევნილის სტატუსი, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ენიჭება ადამიანს, რომელმაც საომარი მოქმედებების ან სხვა გარემოებების გამო თავისი მუდმივი საცხოვრებელი დატოვა და ქვეყნის შიგნით გადაადგილდა! თუ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიპეტიებს კარგად გავიხსენებთ, ვნახავთ რომ გალელებს ქართულ-აფხაზურ ომში ფაქტიურად მონაწილეობა არ მიუღია გეოგრაფიული სიშორის გამო და შესაძლოა წინდახედული მოსაზრების გამოც!!! დღეს კი გალელები ყველაზე პრივილიგირებულ და ყველაზე კომფორტულ სიტუაციაში იმყოფებიან და დღემდე ვერავინ დაადგინა, ბუტროს გალიმ გალიელებს ასეთი პრივილეგიები როგორ „გაუჩალიჩა“!!! გალიელებს შეუძლიათ ჰქონდეთ ორმაგი და სამმაგი მოქალაქეობაც, ისინი შეიძლება იყვნენ საქართველოს, აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეები ერთდროულად!!! გალის პენსიონერებს შეუძლიათ აიღონ ქართული, აფხაზური და რუსული პენსიები და იმავდროულად ზუგდიდში გადმოვიდნენ და აიღონ დევნილთა შემწეობა, თუმცა თავიანთ სახლში ცხოვრობენ!!!

       

ადრეც გითხარით გალიელები განსაკუთრებული ხალხია მეთქი, მაგრამ განსაკუთრებული და უთავბოლო ხელისუფლება გვყავს ჩვენ სამწუხაროდ, რომელმაც ამ პოლიტიკურ გაუგებრობას დღემდე თავი ვერ მოაბა!!! შევარდნაძის ავადსახსენებელ პერიოდში გალიელებმა შევარდნაძის ბრძანებულების შესაბამისად, მასიურად დაიპყრეს მაშინ თბილისში კარკასულ მდგომარეობაში არსებული სახელმწიფო შენობა-ნაგებობები! შეიქმნა განსაკუთრებული დაჯგუფებები, რომლებიც რამდენიმე ბინებს წინასწარ იკავებდნენ და......მერე ყველაზე საუკეთესო ბინას იტოვებდნენ და დანარჩენს კი წესიერ დევნილებზე ჰყიდიდნენ და მათგან აკრეფილი ფულებით თავიანთ ბინებს არემონტებდნენ!!! ასე იყო შევარდნაძის ავადსახსენებელ პერიოდში, მათ სხვადასხვა ობიექტში „კანონიერი“ შეჭრა ბიზნესად აქციეს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბინები „შეიძინეს“, მაშინ როდესაც წესიერი უსახლკარო დევნილი მოსახლეობა, დღესაც უბინაობით იტანჯება!!!

   

 გალიელთა უმრავლესობა საუკუნეა (დიახ საუკუნე, რადგანაც გალიელები მე-20 საუკუნეში დევნილები იყვნენ, ხოლო 21-ე საუკუნეში თავიანთ სახლებში ცხოვრობენ) ბუტროს გალის მიერ დაბრუნებულია თავის მშობლიურ კუთხეში, მაგრამ მიუხედავად ამისა საცხოვრებელი ბინების მიღებას ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში და თბილისში ისინი სხვებზე უკეთესად „ახერხებენ“!!! ჩვენს ქვეყანას რომ ნამდვილი და პატრიოტი პატრონი ჰყავდეს და დევნილთა მინისტრი, რომ ღვთიური, სოციალური და ადამიანური სამართლის ნამდვილი მცოდნე იყოს, ასეთი უმსგავსობა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს!!! ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გამოხტება გალიელი „პოლიტიკოსი“ და იტყვის: „ გალიელებზე დევნილის სტატუსის მოხსნა არ შეიძლება, რადგან ეს პოლიტიკური საკითხია და ქვეყანას „დააზარალებსო“!!! მე წინააღმდეგი ვარ გალიელებს რომ დევნილის სტატუსი მოეხსნას, რადგან შესაძლოა სამხედრო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე გალიელთა გამოყრა ისევ მოხდეს აფხაზეთიდან, მაგრამ გონიერ და პრაგმატულ ხელისუფლებას გალიელებისთვის დევნილის სტატუსი და მასთან დაკავშირებული პრივილეგიები, აფხაზეთში მასიური დაბრუნებისთანავე უნდა შეეჩერებინა და ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად დღემდე დაზოგილი თანხებით ნამდვილად უსახლკარო დევნილებისთვის საცხოვრებელი პრობლემები უნდა მოეგვარებინა!!! 21-ე საუკუნეში გალში მცხოვრები გალიელები დღესაც ღებულობენ საცხოვრებელ ბინებს ქვეყნის სხვა რეგიონებში და სურვილის მიხედვით აქირავებენ, აგირავებენ და ყიდიან კიდეც ბინებს, მაშინ როდესაც ნამდვილად უსახლკარო და უმუშევარი წესიერი დევნილები უბინაობით და უმუშევრობით დღემდე იტანჯებიან!!! ამ თემაზე ბევრი ვიფიქრე და ძალიან მიკვირს შევარდნაძის, სააკაშვილისა და დღევანდელ ეპოქაში ყველაზე კორუმპირებული დევნილთა სამინისტრო და მისი რეგიონალური სტრუქტურები რატომ არის გადატენილი ძირითადად გალიელი მსხვილფეხა და წვრილფეხა ფერადოვანი ჩინოვნიკებით?!?