Feedback

მძიმე ისტორია: უფეხო ინვალიდს საქართველოში სადისტურად ექცევიან...

  /   ნანახია 708 ჯერ

მძიმე ისტორია: უფეხო ინვალიდს საქართველოში სადისტურად ექცევიან...

დემურ ხურცილავა,

ორგანიზაციასთან  „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“

არსებული ჟურნალისტური გამოძიების აჭარის რეგიონალური სამსახურის უფროსი,  14.02.2016 წ.

 

 ქობულეთში, რუსთაველის ქ. N140, ბინა 2-ში ცხოვრობს პირველი ჯგუფის ინვალიდი ზაურ რაზმაძე (პN 61004001286), რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს და პრიმიტიული ურიკით გადაადგილდება!!! მასთან ერთად აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მისი მეუღლე, რომელიც ასევე ინვალიდია და გადაადგილება უჭირს!!! აღნიშნული ე.წ. „ხრუშოვკის“ ერთოთახიანი ბინა მათ კომუნისტურ პერიოდში უფასოდ მიიღეს, მაგრამ გაუსაძლისი სივიწროვის გამო გადაადგილება ძალიან უჭირთ!!! მათი მდგომარეობა დღევანდელ პერიოდში მათი ტანჯვა-წამების ტოლფასია, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი „საოცნებო“ ხელისუფლება, უაღრესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ინვალიდებს არავითარ ყურადღებას არ აქცევს და სადისტურად ექცევა მათ ბატონებო!!!

გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფმა უმწეო ინვალიდებმა, მათი ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ოფიციალური განცხადებებით არაერთხელ მიმართეს ქ. ქობულეთის საკრებულოს, აჭარის მთავრობის აპარატს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობის კანცელარიას და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, მაგრამ სამწუხაროდ რამდენიმე წელია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უზნეო ჩინოვნიკები, აუტანელი პირობებისგან დატანჯული უმწეო ინვალიდების განცხადებებს უწყებიდან უწყებაში ნაციონალური კარუსელით ატრიალებენ და არაადამიანური ცინიზმით პასუხობენ, რაც მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ბატონებო!!!

უმწეო ინვალიდები თანახმანი არიან მათი ერთოთახიანი ბინა არსებულმა ხელისუფლებამ საბინაო ფონდში ჩაიბაროს!!! მათ შავი დღისთვის თავიანთი პენსიებიდან დაგროვილი თანხა, დაახლოებით 10.000 ლარი ლიბერთი ბანკში აქვთ შეტანილი და თანახმანი არიან აღნიშნული თანხებიც დღევანდელ ხელისუფლებას გადასცენ, რათა ხელისუფლებამ მათი ცხოვრებისეული პირობები გააუმჯობესოს და მათ სანაცვლოდ გაცილებით მეტი ფართის მქონე საცხოვრებელი ბინა გამოუყოს ბათუმში ან ქობულეთში, რათა მათ დარჩენილი ცხოვრება ნორმალურ პირობებში გაატარონ!!! მიუხედავად უმწეო ინვალიდთა ასეთი სახის განცხადებებით მიმართვისა, არსებული ხელისუფლება არაჰუმანური პასუხებით იცილებს უმწეო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და არაადამიანურად ექცევა მათ, რაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი უმძიმესი კატეგორიის ინვალიდების ლეგიტიმურ პროტესტს იწვევს!!! მათი ბინა იმდენად ვიწროა, რომ ბინის შიგნით ურიკით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია!!! მათი მდგომარეობა ერთხელ შეამოწმეს ქობულეთის საკრებულოს წევრებმა, მაგრამ სამწუხაროდ მათ ფორმალურ ვიზიტს შედეგები არ მოჰყოლია!!! ჩემს მიერ აღნიშნულ უმწეო ინვალიდთა ტანჯვა-წამება დღესაც გრძელდება და მათი მდგომარეობა არსებული ხელისუფლების პირობებში აბსოლუტურად უპერსპექტივოა!!!

ჩემს მიერ აღნიშნული უმწეო ინვალიდები უმორჩილესად ითხოვენ კომპეტენტური კომისია თბილისიდან ჩამოვიდეს, რადგან ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას არ ენდობიან, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებაც მათ უმორჩილეს თხოვნაზე იგნორით პასუხობს და ნაციონალური კარუსელით უმწეოთა განცხადებებს ისევ აჭარის ხელისუფლებას

უბრუნებს, რომლებიც საბინაო ფონდის არარსებობის გამო უმწეო ინვალიდებს ყველაფერზე უარს ეუბნება!!! ქ. ქობულეთში, მათგან ახლოს, რუსთაველის ქ. N140 „გ“ სახლის პირველ სართულზე 15 წელია არ ფუნქციონირებს ყოფილი ქობულეთის არქივი და დაახლოებით 150 კვ. მეტრის ფართი დღემდე უპატრონოდაა მიტოვებული!!! ბატონმა ზაურ რაზმაძემ საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობის კანცელარიას (პრემიერ-მინისტრს) თხოვნით მიმართა აღნიშნული ფართის ნაწილი მისთვის გაერემონტებინათ და ნორმალური ფართის ბინა გადაეცათ, სანაცვლოდ კი მათი ბინა და ბანკში მის სახელზე არსებული დანაზოგი სახელმწიფოს ჩაებარებინა, მაგრამ ხელისუფლებამ ამ თხოვნა-შეთავაზებაზეც აბსოლუტური იგნორით და ცინიზმით უპასუხა, რაც გვაფიქრებინებს რომ, სწორედ ეს არის ქართული „ოცნების“ საოცარი „დემოკრატია“ და საოცარი „ჰუმანიზმი“!!!