Feedback

გთხოვთ, არ წახვიდეთ საქართველოში, თუ არ იცით ეს ხუთი რამ!

  /   ნანახია 764 ჯერ

გთხოვთ, არ წახვიდეთ საქართველოში, თუ არ იცით ეს ხუთი რამ!

გამოცემა No-Yolo-მ, “ალტერნატიული მოგზაურობა”, საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ემიგრანტის ნარკვევი გამოაქვეყნა. გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

“პირებმა, რომლებიც საქართველოში სამუშოდ ჩამოსვლას აპირებენ 5 რამ უნდა იცოდნენ იმ პირების მსგავსად, რომელთაც უყვართ მოგზაურობა.

საქართველოში ჩამოსვლისას ორივემ ვიცოდით, რომ არასოდეს იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ამ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ, ერთ-ერთმა ჩვენგანმა დაწერა სამაგისტრო ნაშრომი საქართველოს შესახებ, ხოლო მეორე იქ ისე ხშირად ბრუნდება, რომ მას ერთ-ერთ სოფელში “ცისფერთვალება ირლანდიელი კლემენსი“ დაარქვეს.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს ლამაზი ქვეყანა, საქართველო უფრო მეტ პატივისცემას და ყურადღებას იმსახურებს მსოფლიო არენაზე. ორივე ჩვენგანი საქართველოში ოთხჯერ იყო. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ემიგრანტთა ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ რაიმე ისეთი შემაშფოთებელი ჩვევა, რომლის მიმართაც ამერიკელ ემიგრანტებს უნდა ჰქონოდათ ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება, უბრალო, წვრილმანი მიზეზის გამო;

ამრიგად, ჩვენ გთავაზობთ ხუთ მცირე რჩევას, რომელიც უნდა იცოდნენ საქართველოში მიმავალმა ამერიკელმა ემიგრანტებმა.

1. საქართველოს არ სჭირდება გადარჩენა

დიახ, საქართველო ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ, მაგრამ, როგორი ძნელი დასაჯერებელიც არ უნდა იყოს, მას არ სჭიდება გადარჩენა ახლახანს სწავლადამთავრებული ამერიკელისგან. ეს არის ქვეყანა, რომელიც გაუმკლავდა სიღარიბეს, ოკუპაციას და სამოქალაქო ომს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მოქცეული იყო სამ უდიდეს იმპერიას შორის, მაგრამ ყოველთვის გამოკვეთილი ეროვნული თვითმყოფადობა ჰქონდა. ჩენ უნდა ვისწავლოთ ქართველებისგან სიმტკიცე, რომელსაც ისინი იჩენდნენ მიუხედავად მრავალი უბედობისა.

2. ქართველი მამაკაცები არიან ისეთივე, როგორიც ყველა სხვა: კარგიც და ცუდიც

ცოტა ხნის წინ, ერთმა ბლოგერმა აღნიშნა, რომ მან ვერ შეძლო მოეძებნა ლამაზი ქართველი მამაკაცი და რომ ქართველ ქალებს “სძულთ” მათი მამაკაცი თანამემამულეები. “რომ ეს ქალთმოძულე გიორგები და ზაზები სხვა არავინ არიან, თუ არა მახინჯი მოძალადეები”. ძალადობა ზოგადი მოვლენაა. აბსურდული იქნება სექსუალურ ძალადობაზე საუბრისას ქართველ კაცებს წაუყენონ პრეტენზიები, რომ “ქართველი მამაკაცები არიან უბრალოდ ბუნებრივად მოძალადეები”, ეს აზრი არის უაღრესად უპატივცემულო. სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება ტრანსნაციონალური საკითხია, რომელიც საკმაოდ პრობლემატურია და ამაში ეროვნული ხასიათის დადანაშაულება არ შეიძლება.

3. თქვენი საბჭოთა შთაბეჭდილებები სხვაგან ეძებეთ

ალბათ თქვენ გგონიათ, რომ საქართველოში ჩასვლისას იპოვით Lada-ს მარკის მანქანებს მთელ ტერიტორიაზე, „კომუნალკებს“ მის გარეუბნებში და საბჭოთა უსარგებლო ჯართს მშრალ ხიდზე და გაიფიქრებთ: “ოჰ, როგორი საბჭოთაა!” ეს არასწორია! ბევრი დაშტამპული მოგზაური მწერლებისგან განსხვავებით, რომელთაც უყვართ თავიანთი ნარკვევების დაწყება საქართველოს საბჭოთა მახასიათებლებით, ეს ქვეყანა არ წარმოადგენს პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთი უფსკრულის ნაწილს. ეს არის ქვეყანა, სავსე ახალგაზრდა, დინამიური და საინტერესო ადამიანებით, რომლებიც ქმნიან მუსიკას, ხელოვნებას, კინოს…. წადით და მოუსმინეთ ქართულ მუსიკას ან უყურეთ ლევან კოღუაშვილის და ნანა ჯორჯაძის ფილმებს. ეს ის ქვეყანაა, რომელიც სავსეა საინტერესო შემსრულებლებით, რომლებიც განვითარდნენ და წარსულში არ ჩარჩნენ.

4. აპირებთ საქართვეელოში სამუშაოდ ჩამოსვლას? თქვენ იგივენაირად მოგექცევიან,როგორც სხვა დანარჩენს ექცევიან

დიახ, თქვენ ეჭვგარეშე ძალიან ბევრს მუშაობდით ისტორიის და სოციოლოგიის სფეროში, და ახლა გსურთ თავგადასავლისმაგვარი. რატომ არ უნდა წახვიდეთ საქართველოში და ასწავლოთ ინგლისური ამ შორეულ ქვეყანაში. განვითარებადი ეკონომიკური მდგომარეობა და დასავლეთთან ინტეგრაცია მოითხოვს, რომ ქართველებმა უკეთ ისწავლონ ინგლისური. ასე რომ, თუ თქვენ ძალიან ეცდებით და ბევრს იშრომებთ თქვენი გაკვეთილების დაგეგმვაზე და გააკეთებთ ყველაფერს ისე, რასაც სხვა ქვეყნებში მოელიან მასწავლებლებისგან, მაშინ თქვენ შეგიძლიათ საქართველოში საკმაოდ კომფორტულად იცხოვროთ. უკვე უამრავი ადამიანი მუშაობს იქ სამუშაო ბაზარზე, ადგილობრივ ქართველებთან ერთად და ასწავლიან მაღალი სტანდარტებით.

5. ეძებთ ორგანულ საკვებს? ან ავოკადოს ნაყოფს? სხვაგან ეძებეთ

ჩვენ გვესმის თქვენი სურვილი, იყოთ ჯანმრთელი. თუ რომელიმე მოგზაური ვეგეტარიანელია, ნუ გაიფუჭებთ განწყობას, ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ საქართველოს სუპერმარკეტებში თქვენს საყვარელ ავოკადოს ვერ იშოვით. რა თქმა უნდა, ავოკადო ვიტამინების დიდი წყაროა, მაგრამ ამის შევსება სხვაგვარადაც შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ შესაძენი პროდუქტების საინტერესო სია საქართველოში ყოფნის დროს. საქართველოს ბევრი საკვები შემოაქვს და დიდი მრავალფეროვნებითაც, მაგრამ აქ ბევრ ადამიანს მოჰყავს საკუთარი ბოსტნეული და ხილი, რომელიც თქვენს პროდუქტებს ადვილად ჩაანაცვლებს. შეხედეთ დადებითი მხრიდან. უმეტესობა საქართველოში მოყვანილი პროდუქტებიდან ნამდვილად ორგანულია.

გაიღიმეთ!


წყარო: http://www.postalioni.com/2016/01/40288/