Feedback

უცნაურად სამწუხარო სასაცილო ისტორია, რომელმაც პატრულიც კი გააოგნა... ფულის კეთება ‘’გავაშლურად’’

  /   ნანახია 1031 ჯერ

 უცნაურად  სამწუხარო სასაცილო ისტორია, რომელმაც პატრულიც კი გააოგნა...  ფულის კეთება ‘’გავაშლურად’’

პატრულის ეკიპაჟი PKTV-ში 


ინტრი განიანი

pktv-ის რედაქციას, სურდა სტუდიისთვის პროფესიონალი ვიდეო კამერების შეძენა. ინტერნეტის საშუალებით ვნახეთ, რომ ერთ-ერთი ქალბატონი ‘’პანასონიკის’’ ფირმის კამერას ყიდდა და მითითებულ ტელეფონის ნომერზე დავუკავშირდით. სიტყვიერად შევთანხმდით, რომ კამერას ტელევიზიაში მოიტანდა და  დათვალიერების შემდეგ  გადაწყდებოდა, შევიძენდით თუ არა. შეთანხმებისამებრ, მარინა გავაშელმა კამერა 3 მარტს მოიტანა, თუმცა, კამერის შემოწმება  მაშინვე ვერ მოხერხდა , რადგან  რედაქციის ფინანსური დირექტორი ადგილზე არ იმყოფებოდა. ქალბატონმა მოცდა გადაწყვიტა. ფინანსურ დირექტორს გარკვეული გარემოების გამო საკმაოდ შეაგვიანდა. ჩვენ ქალბატონს შევთავაზეთ, თუ არ შეეძლო მოცდა, სხვა დროს დავუკავშირდებოდით, თუმცა ქალბატონმა მარინამ იაურა, როგორც ჩანს, ძალიან უნდოდა იმავე დღეს გაეყიდა კამერა. ამასობაში დაბრუნდნენ ფინანსური დირექტორი და მთავარი რეჟისორი, მაგრამ აპარატის შემოწმება იმ დღეს მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ამ კამერისთვის აუცილებელი ყოფილა გადამყვანი, რომელიც არ აღმოაჩნდა გამყიდველს.  შეთანხმება მოხდა, რომ ორ დღეში ქალბატონი მოვიდოდა და თუკი აპარატი ვარგისიანი აღმოჩნდებოდა, ჩვენ მას შევიძენდით, თუ არა და უკან გავატანდით, რის გამოც მას რედაქციამ თავაზიანობის ნიშნად, და არა ბე-ს სახით, 50 ლარი მისცა და უთხრა,  რომ კამერის შემოწმების შემდეგ დაუკავშირდებოდნენ და ხუთშაბათს ეტყოდნენ პასუხს ყიდულობდნენ თუ არა აღნიშნულ კამერას. ამავ დროს, არ ჰქონდა აპარატს არც ელემენტი და არც დამტენი. როცა ვიკითხეთ ამის თაობაზე, ქალბატონმა მარინა გავაშელმა გვითრა, პასპორტი შინ დარჩა და ელემენტი არ აქვსო.

ჩვენს რედაქციაში მარინა გავაშელის ვიზიტიდან მეორე დღეს, ანუ 4 მარტს, დავურეკეთ ქალბატონს დაურეკა და ვუთხარით, რომ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, ეს  ვიდეოკამერა გადაღების ხარისხის გამო ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და რომ ამ ნივთს ვერ შევიძენდით. ამიტომ შეეძლო მას თავისი ნივთის უკან წაღება. სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში, სტუდიას მოულოდნელად მოადგა კარს მარინა გავაშელი პატრულის 2 ეკიპაჟთან ერთად და რედაქციას თაღლითობაში სდებდა ბრალს, რომ კამერა დავიტოვეთ და თანხის გადახდას ვარიდებდით თავს. ამასთანავე გამოხატავდა ეჭვს, რომ კამერა, შესაძლოა, დაგვეზიანებინა.

რედაქციის თანამშრომლები გაოცებას ვერ მალავდნენ შექმნილი გაუგებრობისგან. ორმა პატრულის თანამშრომელმა ვერ შეძლო შექმნილი სიტუაციისთვის თავის გართმევა და ასე აღმოჩნდა პატრულის კიდევ დამატებითი ეკიპაჟი სტუდიაში.

პატრულმა, ორივე მხარეს ოქმზე  ხელის მოწერა სთხოვა, რათა სასამართლოს გზით გარკვეულიყო სიმართლე.

კამერის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ იგი მუშაობდა და არავითარი დაზიანება არ ქონდა. საბოლოოდ მარინა გავაშელმა ტირილი და ბოდიშების მოხდა დაიწყო. ჩვენ გვსურდა, დალუქულიყო კამერა და სასამართლოში შესულიყო საქმე, მაგრამ მარინა გავაშელმა   უარი თქვა სასამართლოს გზით სიმართლის გარკვევაზე და ხელი მოაწერა პატრულის მიერ შედგენილ ოქმს, რომ ორგანიზაციასთან პრეტენზია არ ქონდა.

როგორც პატრულის თანდასწრებით მოქალაქე გავაშელის საუბრიდან გაირკვა, თურმე 7 თვეა, ამ ვიდეო-კამერას ყიდის ეს ქალბატონი - ღმერთმა უწყის, რამდენისგან აქვს ამ 7 თვის მანძილზე მსგავსი ისტორიებით, ისტერიებითა და შემდგომ თავის შესაცოდებელი ცრემლებით ისეთი ''შემოწირულობები'' ''მიღებული'', როგორი 50 ლარიც, რომელიც თან წაიღო (უკანმოუხედავად) - PKTV-სგან ''შემოწირულობად'' მისაკუთრებული?!

ამ პუბლიკაციის გამოქვეყნებამდე, კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ, აღნიშნული ვიდეოკამერა იდო თუ არა გასაყიდად ''my market''-ზე და აღმოჩნდა, რომ ისევ დევს გასაყიდად. როგორც ჩანს, ნახვა ინტერნეტში ბევრი აქვს ამ კამერას, მაგრამ მყიდველი - არა. ან იქნებ და, ჩვენნაირად გამოუჩნდა კიდეც ვინმე შეძენის მსურველი, მაგრამ... და ჩვენნაირ დღეშიც აღმოჩნდნენ? თან 300 ლარიდან, 4 მარტის შემდეგ, 500 ლარამდე აუწევია ფასი - ალბათ კარგად გამოსდის მარინას მსგავსი ''კომერციული გარიგებები''!

ასეა ბატონო - ამას, როგორც ჩანს, ფულის კეთება ''გავაშლურად'' ჰქვია!

ნუ წამოეგებით გავაშელის ინტრიგებს ''my market''-დან.

შეგახსენებთ, ყველა სიკეთესთან ერთად, აღნიშნული ვიდეო კამერა უხარისხოა და სიკეთეს არ მოგიტანთ!