Feedback

კიევის ყოფილი მერი საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ქმნის

  /   ნანახია 454 ჯერ

კიევის ყოფილი მერი საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ქმნის

 

კიევის ყოფილი მერი, მილიარდელი ლეონიდ ჩერნოვიცკი ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ განცხადება ჩერნოვიცკიმ ქობულეთში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

-  "მე წარმოგიდგენთ ახალ პარტიას "პარტია ბედნიერი საქართველოსთვის", _ ასე გააკეთა ახალი პარტიის პრეზენტაცია კიევის ყოფილმა მერმა, თუმცა, ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები, ეს უკრაინელმა პოლიტიკოსმა არ დააკონკრეტა. 

 ლეონიდ ჩერნოვიცკიმ პარტიის პროგრამაზეც ისაუბრა:

მისივე თქმით ჩერნოვიცკის გეგმებში  სასამართლოს გამოყვანა მთავრობის დაქვემდებარებიდან და  მოსმენებისგან გათავისუფლება შედის:

_ პარლამენტში შესვლისთანავე პენსიები უნდა გავზარდოთ 400-500 ლარამდე. საიდან მივიღოთ ეს ფული? _ სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან. რა საჭიროა ამდენი სამინისტროს შენობა?  გადასახადები უნდა გაიზარდოს მდიდრებისთვის ისე, როგორც ისრაელშია. ვისაც ძვირადღირებული მანქანები ჰყავს ფულიც უნდა გადაიხადონ, _ აცხადებს კიევის ყოფილი მერი, რომლის უახლოეს პოლიტიკურ გეგმებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოება შედის.

ასევე კიევის ყოფილმა მერმა ჩერნოვიცკიმ, რომელიც ხუთი წელია ქობულეთში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო, მეგის ქარდავაზე ნადირობის სეზონი გახსნა (ჯილდო 150 000 დოლარი)