Feedback

82 ხმა 15-ის წინააღმდეგ - საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს

  /   ნანახია 306 ჯერ

82 ხმა 15-ის წინააღმდეგ - საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა. მის კანდიდატურას მხარი 82 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი 15-მა მისცა.

საპარლამენტო უმცირესობამ შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. მათი თქმით, ირაკლი შოთაძე ბიძინა ივანიშვილის კადრია.

მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაზე 6 წლის განმავლობაში იქნება.