Feedback

ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ, მაიორ ზურაბ ხუციშვილთან: მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებები და ტერაქტები - PKTV.GE

  /   ნანახია 1012 ჯერ

ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ, მაიორ ზურაბ ხუციშვილთან: მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებები და ტერაქტები - PKTV.GE

სამხედრო ექსპერტი, მაიორი  ზურაბ ხუციშვილი pres-cavcasia.ge-სთან მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებებსა და საფრანგეთში მომხდარ ტერაქტზე საუბრობს. ინტერვიუს უძღვება თამთა ტრაპაიძე:

-  ბატონო მაიორო, ბატონო ზურაბ, როგორც სამხდრო ექსპერტმა და პროფესიონალმათავდაცვისა და სამხედრო საკითხებში, გვიპასუხეთ, თქვენი შეფასებით, მაინც ვინუძღვება ამტერაქტებს და რას ისახავენ ისინი მიზნად?

-  შეიქმნა რადიკალური ისლამური კვაზი სახელმწიფოები,ახლო აღმოსავლეთში მდებარეიგილისადა  ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე მაგრიბი სახით, რომლებიც მიზნად ისახავენ მუსულმანური ხალიფატის აღდგენას და სადაც არაარტო საქართველოარამედ სრულიად კავკასია შედის. ამ კვაზი სახელმწიფოების მიზანიახალიფატიშექმნა, თუნდაც ამისთვის რუსეთის განადგურება დასჭირდეს. ისინი საქართველოს უკვე გურჯისტანის ვილაიადა“ (ვილაიადა ოლქი) მოიაზრებენ, სადაც მუფტის დანიშვნა სურთ. მათ მტკიცედ სწამთ, რომ აღადგენენ ამ ხალიფატს...

-  თქვენი აზრით, რატომ სურთ მათ რუსეთის განადგურება და რა წინააღმდეგობას წარმოადგენს მათთვის რუსეთი?

როდესაც მე კონტრდაზვერვის მებრძოლთა მომზადების კურს გავდიოდი, პოლკოვნიკ კადოჩნიკოვის ხელმძღვანელობით, სწორედიქ გვასწავლეს:ეძებეთ ფუძე, საიდან მოდის ეს ყველაფერიო!ჰოდა, მეც სწორედ ამიტომ დავიწყე ფიქრი,თუ რატომ მოხდა სიიაში ტერაქტი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყოველივე ეს ნავთობის გამო ხდება. კერძოდ: იქვე ახლო-მახლო არის სახელმწიფო გაერთიანებული სამირონავთობისა და ბუნებრივი აირის მადანი. აღნიშნულმა საემირომ შექმნა მეგა-პროექტი, რომლის მიხედვითაც ნავთობისა და გაზსადენის მილებს სირიის გავლით ირანში, ერაყში, მერე თურქეთშ, შემდეგ -საბერძნეთსა და მთელ ევროპაში გაიყვანენ. რაც შეეხება ნავთობით უმდიდრეს ირან, და ასევეერაყს, რომელიც ნავთობის მხრივ არ ჩამორჩება ირანს, ისინი შეურთდნენ გაერთიანებულ საამიროებსთუმცა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა უარი თქვა მის 

ტერიოტორიაზე მილსადენების გაყვანაზე, რადგან ეს უკანასკნელი რუსეთთან თანამშრომლობს. რუსეთიწიაღისეულების გარდა, რომელიც მისი ძირითადი შემოსავალია, და ამ წიაღისეულებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავთობი და ბუნებრივიაირი გახლავთ, სხვას არაფერს აწარმოებს, ვფიქრობ, სწორედ  ამის გამო დაიწყო კონფლიქტი სირიაში, კერძოდ:იგილმაბაშარ ასადს შეუტია, რომ არ გაეყვანა ევროპაში აღნიშნული მილსადენები, რადგან ეს დაარტყამს შემოსავლების წყარო, რაც სრულიად დანგრევრუსეთის ეკონომიკა, რადგან ევროპა უარს იტყვის რუსეთის გაზზეგამომდინარე იქიდან, რომ ნავთობპროდუქტებიახლო აღმოსავლეთში, რუსეთთან შედარებით, საგრძნობლად იაფია  და რადგან  რუსეთს არ აწყობს ამ მილსადენების გაყვანა, ამიტომ ის მხარს უჭერს ბაარ ასადს, რაც უკვე მიზეზი ხდება სერიოზული დაპირისპირებისა. ..

-  რას გვეტყვით, რა ძალა აქვს რუსეთს და რისი მიღწევა შეუძლია მას?

-   თუ რამეს მიაღწევს რუსეთიმხოლოდ და მხოლოდ, სახმელეთო ოპერაციის ჩართვითავიაცია კიდაეხმარება, მაგრამ მაინც ვერაფერსგადაწყვეტს. რეგულარულიჯარირომგამოიყენო, ამისთვისსაჭიროა,ომიგამოუცხადო და,ვისგამოუცხადებომს?! იქ სხვა სახელმწიფო არ არის, ხალხს გამოუცხადებ ომს? სირიელ ხალხს? არგამოდის, რადგან აგრესორი გამოდიხარ. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ  მშოფლიოში გახშირდა  ამგვარი სიტუაციებიამიტომაც შემოვიდაჰიბრიდული ომი“...

და რას ნიშნავს „ჰიბრიდული ომი“?

-   „ჰიბრიდული ომიარ არის,  მაგალითად, მტრის ჯარის შემოსვლა ტანკებით, ჯავშანტრანსპორტიორით, მასთან იარაღით ბრძოლა და ა.შ. თუკი მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას დაიწყებ, შენ სამხედრო დამნაშავე ხდები, დამნაშავე კაცობრიობის წინააღმდეგ და, გაგასამართლებენ! აქ კიდე რა გააკეთეს?! კერძო სამხედრო ორგანიზაციების შექმნა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ გაიძახიან, უკრაინაში რუსეთი ომობს,ყირიმი  რუსეთის ჯარებმა დაიპყრესო და ა.შ., მაინც არავი ოფიციალურად არ დაუდასტურები ყოველივე ეს, რის გამოც, ოფიციალურად  რუსეთი აგრესორი არგამოდის, რადგან ყირიმი რუსეთში ყველაზე განთქმულვაგნერის სამხედრო კომპანიამ“ დაიპყრო. თუ კერძო კომპანია  იბრძვის, პრეზიდენტი აქ არაფერ შუაშია და იურიდიულად პასუხი მას არ მოეთხოება. თუმცა, ვინ აფინანსებს ამ კერძო კომპანიებს? ზოგიერთ მეთაურს, ვაგნერის კომპანიაშიხელფასი 10 000$ აქვს, ხოლო, რიგითებს - 3 000-5 000 $ თვეში და, ვინ უხდის მათ ამხელა ჰონორარს?! ვინ აწვდის იარაღს?! საიდან ეს ყველაფერი?! - რუსეთი აწვდის, ბატონო და, ტყუილია, თითქოს ამ ომში რუსეთი არ იღებს მონაწილეობასო...

ბატონო ზურაბ, რას გვეტყვით საფრანგეთში სულ ახლახან მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით?

გამიკვირდა, საფრანგეთმა რატომ დაარტყაიგილს“. ამით მან მხარი დაუჭირა პუტინს, იმიტომ რომ, საფრანგეთი არაოფიციალურად, ძალიან იაფადსირიისგან ყიდულობს ნავთობსა და ბუნებრივ აირს, მილსადენების გასვლის შემთხვევაში კი, იაფად მიიღებს ამ ნავთობ პროდუქტებ, მაგრამ არა იმაზე იაფადვიდრე ახლა ყიდულობს საფრანგეთი. სწორედ ამის საპასუხოდ მიიღო   საფრანგეთმა ეს ტერორისტული აქტები პარიზში. ამ ‘’თამაშში’’ ჩართულია ამერიკა. ამერიკა უყურებს  მათ და ელოდება, როდის დაჭამნ ისინი ერთმანეთ, რომ მერე ამერიკას შეეხვეწ, ‘’მოდი და იბატონე, ოღონდ წესრიგი დაამყარეო ყველგან“. რაც შეეხება მეორე მოთამაშეს, იგი ჩინეთი, რომელიც ამბობს, რომ ისინი უნდა დაემსგავსონ ჭკვიან მაიმუნებსს...

-  რას გულისხმობენ ჩინელებიროდესაც ისინი ამბობენ:ჩვენ უნდა დავემსგავსოთ ჭკვიან მაიმუნებს?

-  ჭკვიანი მაიმუნი ზის ჩუმად ბუჩქებში და უყურებსთუ როგორ ეჩხუბებიან ერთმანეთს ვეფხვი და ლომი, რომლებიც ერთმანეთს რომ ამოხოცავენჭკვიანი მაიმუნი მხოლოდ მერე გამოვა ბუჩქებიდან და  მთელ ჯუნგლებში გაბატონდება. დაახლოებით ამას აკეთებს ახლა ჩინეთი. მას უნდა მთელს ციმბირში გაბატონება და, პრაქტიკულადდაპყრობილიც აქვს ეს რეგიონი. შეიძლება ამერიკამ თვალიც კი დახუჭოს ამაზე, მისცეს ციმბირის დაპყრობის უფლება, თუმცა, შესაძლოამან ბირთვულ იარაღზე უარის თქმა მოსთხოვოს ჩინეთს  და თავის ბირთვულ იარაღზეც თქვას უარიდა მართლაც გაანადგუროს. რატომ?! იმტომ რომამერიკა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც  არაბირთვული, გრამ სტრატეგიუი იარაღი გააჩნია - სწრაფი გლობალური დარტყმის კონცეფციაეს არის აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა და სხვანაირად მას  გლობალური ელვისებური დარტყმის კონცეფციას უწოდებენიქმნება ზუსტი რაკეტები, რომლებიც 10 000 კმ-ზე მიფრინავენ და ერთ კვადრატული მეტრის ფართობზე ურტყამენსადაც სულაც არაა საჭირო ბირთვული იარაღის გამოყენება, რაც უნდათ, წერტილოვანად გაანადგურებენ საბოლოოდასე რომ, ნახევრად ფანტასტიკური იარაღი აქვ, რასაც თავად ამერიკელები  „უფლის კვერთხებს“ ეძახიან. მათი დარტყმის დროს არანაირი აფეთქება არ ხდებამაგრამ ეფექტია ქვს ისეთი, როგორც 12 კგ ტროტილის აფეთქებას (20 კგ ტროტიი ჰაერში 9 სართულიან სახლს ასწევს)ამ კონცეფციითამერიკას შეუძლია, 60 წუთში მთელი მსოფლიო  მუხლებზე დაყენება, ყველა ელექტრო თუ სატელეფონო სადგურებს და ა.შ. მწყობრიდან გამოყვანა და .შ - ასე რომ, ქვეყანა რჩება პარალიზებული...

და ბოლოს, ჩვენს საქართველოს შევეხოთ:  ბატონო ზურაბ, რას გვეტყვით,  რა საშიშროების ქვეშ შეიძლება იმყოფებოდეს საქართველო და რამდენად არის დაცული ჩვენი ქვეყანა  ამ საშიშროებისგან?

საქართველო საშიშროების ქვეშ ნამდვილად იმყოფება, კონკრეტულად კი:იმ შემთხვევაშითუ რუსეთი თავის ბირთვულ იარაღს  სირიის წინააღმდეგ გამოიყენებს, და რადგან ბირთვული იარაღის რადიაცია 600 კმ-ზე ვრცელდება, არაა გამორიცხული, რომ ამ რადიაციის ქვეშ მოყვეს საქართველოც, თუმცა, რაც შეეხება თავდაცვას, ჩვენ არავითარი თავდაცვა არ გაგვაჩნია.

ბატონო ზურაბ, რა ღონისძიებებს უნდა მივმართოთ მოსახლეობამ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ თუნდაც პანიკა, ან შესაძლო საშიშროებას გავუმკლავდეთ?

მოსახლეობაში უნდა დავნერგოთ სამოქალაქო თავდაცვის პრაქტიკული გაკვეთილები, უნდა ისწავლონ, როგორ მოხდეს დეზაქტივაცია, რა მიიღოს ადამიანმა რადიაციის დროს და ..

- გმადლობთ საუბრისთვის, მომავალ შეხვედრამდე.

P.S. ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა სამხედრო ექსპერტ, მაიორ ზურაბ ხუციშვილთან, რაღა თქმა უნდა, საკმაოდ აქტუალურ და საყურადღებო საკითხებთან დაკავშირებით და არა მარტო საქართველოს მასშტაბით...