Feedback

კახი კალაძე – „ალიევთან შეხვედრაზე “გაზპრომზე” საუბარი არ ყოფილა“

  /   ნანახია 209 ჯერ

კახი კალაძე – „ალიევთან შეხვედრაზე “გაზპრომზე” საუბარი არ ყოფილა“

ვიცე პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე „გაზპრომზე“ საუბარი არ ყოფილა, თუმცა, მისი თქმით, საუბარი იყო სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებზე რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის. კალაძის განცხადებით აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობა გრძელდება.

“არ ყოფილა საუბარი არც კომერციულ გაზზე, არც – გაზპრომთან მიმართებაში. იმ მილსადენის, რომელიც რუსეთიდან საქართველოს გავლით მიდის სომხეთის მიმართულებით, ვიღებთ 10 პროცენტ ბუნებრივ გაზს, მთლიანი გატარებული მოცულობისა. ეს ხელშეკრულება ფორმდება ყოველწლიურად. ჩვენ გავქვს ვადა დეკემბრამდე, რომ ანალოგიურად ერთი წლით კიდევ გავაფორმოთ ეს ხელშეკრულება”, – განაცხადა კახა კალაძემ.