Feedback

მოვემზადოთ პირველი თოვლისთვის? - მოსალოდნელია თოვლი და ტემპერატურის დაცემა

  /   ნანახია 1008 ჯერ

მოვემზადოთ პირველი თოვლისთვის? - მოსალოდნელია თოვლი და ტემპერატურის დაცემა

1 – 2 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაცემა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"1 ნოემბერს დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში მოსალოდნელია +3,+8, მთაში +1, +6, მაღალმთაში - 4, +1 გრადუსის ფარგლებში. 
1 ნოემბერს ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში ზოგან თოვლი. 
2 ნოემბერს ღამის საათებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც შესაძლოა -1 გრადუსამდე დაეცეს. 
3 ნოემბრიდან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.