Feedback

"თამარ მეფის საფლავი ვნახე, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მსურს"

  /   ნანახია 1026 ჯერ

"თამარ მეფის საფლავი ვნახე, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მსურს"

51 წლის ლია ნადირაშვილი თბილისში დაიბადა. პროფესიით ეკონომისტი ფინანსისტია და ფლობს უნარს, რომელზეც დღემდე არსად უსაუბრია. თვლის, რომ არაა საჭირო ღიად ისაუბროს  ამის შესახებ. მისთვის ისიც საკმარისია, რომ ეხმარება ადამიანებს, რომელთაც ეს სჭირდებათ. ინტერნეტ ტელევიზია PKTV.Ge  დაუკავშირდა მას და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

-ქალბატონო ლია, გვიამბეთ თქვენი ნიჭის შესახებ...

-ვფლობ უფლისგან ბოძებულ უნარს. ამ უნარს ვერ ვუწოდებ წინასწარმეტყველურს. ეს არის ღვთიური ნიჭი, რომელიც მეხმარება გავიგო ადამიანის ავადმყოფობის შესახებ, ზოგადად, მისი მომავალი ცხოვრების შესახებ. ხშირად მაქვს ხილვები, მითითებები, ნიშნები, ამ ყველაფერს ვინიშნავ და შემდეგ ვაკვირდები მოვლენების განვითარებას.

-შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველად როდის მიხვდით, რომ ამ უნარს ფლობდით?

-ბავშვობიდან ვგრძნობდი ძალას, რომელიც არ მასვენებდა. ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი და ხშირად, წინასწარ ვხვდებოდი, რა უნდა მომხდარიყო მომავალში. ბავშვობაში, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღვიქვამდი და ბოლომდე ვერ ვხვდებოდი საკუთარი შესაძლებლობების შესახებ.

-ჩანაწერები ახსენეთ, შეგიძლიათ უფრო ღრმად ისაუბროთ ამის შესახებ? ძირითადად რა თემას ეხება ჩანაწერები?

-შემიძლია, ამ ჩანაწერებს „აზრთა კონა“ ვუწოდო. ეს არის წიგნებად დაწერილი ჩემი აზრები, ნახატები, სიმბოლოები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ მოვლენებთან. მაგალითისთვის, ახლახან გავაკეთე ჩაანახატი, სადაც გამოსახულია მთვარე ორი ვარსკვლავით, თუცმა წინასწარ ვერ ავხსნი მნიშვნელობას. რაც შეეხება თემას, ჩანაწერები ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ისტორიულ პირებს. მქონდა ხილვა თამარ მეფეზე, ვნახე მისი საფლავი, მაგრამ ხმამაღლა ამაზე საუბარი არ მსურს.

-შეგიძლიათ მოგვიყვეთ ერთ-ერთი თქვენი ხილვის შესახებ,  რომელიც ახდა რეალურ ცხოვრებაში?

-ასეთი ძალიან ბევრია... მაგალითისთვის შემიძლია გავიხსენო ხილვა, სადაც ჩემთვის უცნობმა ქალმა მაიძულა, ქაშუეთის ეკლესიაში (სწორედ ამ ეკლესიაში ვარ მონათლული), სამი სანთელი დამენთო და მხურვალედ მელოცა. მითხრა, რომ მე უნდა გადამერჩინა ერთი სიცოცხლე. ზუსტად იმ პერიოდში, როცა მე ვლოცულობდი, ჩემი ახლობელი ადამიანი სიკვდილს ებრძოდა. საავადმყოფოში მისულმა, პალატაში შესვლის უფლება მოვიხთოვე, დავიჭირე თუ არა მისი ხელი, გონს მოვიდა.

-ქალბატონო ლია, ალბათ მკითხველი ფიქრობს, რომ უამრავ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ის განსაკუთრებულ უნარს ფლობს, შეგიძლიათ ჩვენი მკითხველი თქვენს მიერ ნაამობის სისწორეში დაარწმუნოთ?

-მე, რა თქმა უნდა, ვერ დავარწმუნებ ვერავის საკუთარი ნაამბობის სისწორეში, თუ მას თავად არ სურს დაჯერება. არასდროს ღიად არ მისაუბრია საკუთარ თავზე, ყოველთვის ვერიდები ამას. ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ: "მაცოცხლე ღმერთო, მიყვარდეს ღმერთო, საჭირო ვიყო ღმერთო"!