Feedback

სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობაში მოქალაქეებს ეთნოსის მითითებას სთხოვენ

  /   ნანახია 498 ჯერ

სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობაში მოქალაქეებს ეთნოსის მითითებას სთხოვენ

 

საქართველოს წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობაში არსებობს გრაფა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ეთნიკური ნიშნით აღრიცხავენ. ტაბულამ მოიპოვა შევსებული დოკუმენტი, სადაც ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეს, ეროვნების გრაფის გასწვრივ «სომეხი» მიუწერეს.

საუბარია დოკუმენტზე, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ მოქალაქეებს ეძლევათ შესაბამისი უწყისის ხელმოწერის საფუძველზე. სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის გაცემისას, მოქალაქეებს განემარტებათ სამხედრო აღრიცხვის წესის დაცვის ვალდებულება და განესაზღვრებათ ვადა სტრუქტურულ ერთეულში გამოსაცხადებლად.

ეროვნების გრაფა გვხვდება სამხედრო სააღრიცხვო ბარათშიც. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ეროვნების გრაფა რამდენიმე წლის წინ ამოიღო.

ტაბულა მიმართავს პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს კითხვებით, რა მიზანს ემსახურება სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტებში მოქალაქეებისთვის ეთნიკური იდენტობის გამჟღავნების მოთხოვნა და ხომ არ არის ის დისკრიმინაციული.