Feedback

ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცი რუსთავში დაკრძალეს

  /   ნანახია 548 ჯერ

ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცი რუსთავში დაკრძალეს

ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცი, ვასილ ყულჯანიშვილი რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს. ჯარისკაცი წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს. გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს და პანაშვიდს დაესწრნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ამერიკის სრულუფლებიანი  ელჩი საქართველოში იან კელი მეუღლესთან ერთად.
ვასილ ყულჯანიშვილი რუსთავის სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალეს. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მედროშეები იდგნენ და მათ საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებული ეჭირათ. 
ვასილ ყულჯანიშვილი 22 სექტემბერს ავღანეთში პატრულირების დროს განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.