Feedback

სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლება აიკრძალება

  /   ნანახია 436 ჯერ

სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლება აიკრძალება

  სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლება აიკრძალება, მოსამართლეს კი გადაწყვეტილების გამოსატანად ერთთვიანი ვადა ექნება. პარლამენტი კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მომდევნო კვირას იმსჯელებს. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების აკრძალვა, განაჩენის ერთ თვეში გამოტანა და განაჩენის გამოტანამდე სახელმწიფო ბაჟის გადავადება, ეს ის ცვლილებებია, რომლებიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უნდა განიხოლოს. დეპუტატი პაატა კიკნაველიძე ამბობს, რომ ყველა მხარის უფლებები დაცული იქნება.
    „ამ კატეგორიის საქმეებზე მოსარჩელეებს, თუკი მათ არ გააჩნიათ სახელმწიფო ხარჯისაგან გათავისუფლების საფუძველი, სავალდებულო წესით გადაევადებათ ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე.“-აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას სასამართლოსთვის დაწესებულ ერთთვიან ვადაზე ამახვილებენ.
   „ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია კაციაშვილი ამბობს, რომ მხარეებს აღარ მოუწევთ სასამართლოში ხანგრძლივი დავა იმისთვის რომ საკუთრებით ისარგებლონ. „თანადგომა და სამართლიანობის“ დირექტორი ნანა ქადაგიშვილი კი ამბობს, რომ დაცულობა გაიზრდება და სამართლიანი სასამართლო ბალანსს მოაგვარებს. ცვლილებების მირებას მხარს არ უჭერს ბანკების ასოციაცია. ასოციაციის თავმჯდომარე, ზურაბ გვასალია ე.წ. პოლიციის მიერ გამოსახლების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მომჩივანი მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ უნდა დაელოდოს, რადგან ეს ბიზნესისთვის წამგებიანია. იმ შემთხვევაში, თუ კანონი ძალაში შევა, გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილების შემდეგ იქნება შესაძლებელი.