Feedback

"კარში იდგნენ უგულავა, ბოკერია, გივი თარგამაძე… ყური მოვკარი ფრაზას: „დიდი მსხვერპლი იქნება, მაგრამ არა უშავს - ჩვენსას ხომ მივაღწევთ!“

  /   ნანახია 464 ჯერ

საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი, 2013

მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტს აფხაზეთის ომის ვეტერანის,  საბრძოლო  ქვედანაყოფ „ავაზას"  მეთაურის, აგვისტოს ომის მონაწილისა და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი პოლიტპატიმრის, გენერალ ტრისტან წითელაშვილის ექსკლუზური ინტერვიუდან, რომელიც მან საქინფორმის კორესპონდენტ ბაია ამაშუკელს მისცა.

ტრისტან წითელაშვილი: „შტაბის ეზოში ცხონებული  გენერალი გუჯა ბუცხრიკიძე დამხვდა, რომელსაც აფხაზეთის ბრძოლებიდან კარგად ვიცნობდი. ვუთხარი ჩემს  ეჭვზე, რომ  დიდი მსხვერპილის მიღების  მიზნით ხელისუფლება  სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის შეგნებულად  დასატოვებლად ემზადებოდა. ცოცხალი ძალით დახმარება ვთხოვე, თვითონ კი შტაბში ავედი ხელმძღვანელობის სანახავად. კართან მივედი, სადაც მართვა მიმდინარეობდა.  მოპირდაპირე ღია კარიდან კარგად ისმოდა ლაპარაკი. კარში იდგნენ უგულავა, ბოკერია, გივი თარგამაძე - ეს, ვინც დავინახე. ყური მოვკარი ფრაზას: „ დიდი მსხვერპლი იქნება, მაგრამ  არა უშავს -  ჩვენ ჩვენსას ხომ მივაღწევთ!“. ქართულ მოსახლეობაზე ლაპარაკობდნენ... მივხვდი, რომ შტაბის ხელმძღვანელობის გეგმა ჩემს ეჭვს ემთხვეოდა, რათა მერე ეყვირათ: “ტერიტორიები დავკარგეთ, რუსებმა მოსახლეობა დაგვიხოცეს, არიქა, გვიშველეთ!“.

ამის შემდეგ შტაბში აღარ შევსულვარ, რადგან მივხვდი, რომ იქ რაღაც საშინელი პროვოკაცია იგეგმებოდა! ჩამოვბრუნდი ეზოში და ელგუჯას ვუთხარი: „სასწრაფოდ წავედით აქედან!“. გუჯამ 60 კაცი დამახმარა. მე რამდენიმე რეზერვისტი იქვე შევკრიბე და ამ ძალებით დავიწყეთ მუშაობა მოსახლეობის ევაკუაციისთვის...”

წყარო/Source: http://saqinform.ge/index.php?Itemid=396&catid=100%3Asazogadoeba&id=14042%3Aq-----------------&option=com_content&view=article#ixzz3n3w1s55A