Feedback

უმრავლესობის ექს ლიდერ საგანელიძის ძმის კომპანიამ უწერის ტყე-პარკი შეისყიდა

  /   ნანახია 232 ჯერ

უმრავლესობის ექს ლიდერ საგანელიძის ძმის კომპანიამ უწერის ტყე-პარკი შეისყიდა

 
უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, სახელმწიფომ უწერის ტყე-პარკი გასაყიდად აუქციონზე გამოიტანა, რომელიც მისი ძმის კომპანიამ შეიძინა.

 დავით საგანელიძემ ეს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნულით კი უწერის მოსახლეობის პროტესტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კურორტის ცენტრალური პარკში მათ შესვლა ეკრძალებათ, რადგან საგანელიძის ოჯახის კერძო საკუთრებაა.

საგანელიძის თქმით, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ კერძო ტერიტორიაზე მოსახლეობის შესვლა აკრძალულია.

,,2007 წელს ეკონომიკის სამინისტრომ უწერის ერთ-ერთი სანატორიუმი და დაახლოებით 7 000 კვმ ფართობი გასაყიდად გამოიტანა. ამავე ბაღში წითელ წიგნში შესული რვაასწლიანი ექვსი ხე იდგა. ქონება გასაყიდად აუქციონზე სამჯერ გამოვიდა, მაგრამ ვერ გაიყიდა. საბოლოოდ, ობიექტი შეისყიდა კომპანიამ, რომლის ერთ-ერთი მეწილე ჩემი ძმაც არის. 

რაც შეეხება ამ ტერიტორიაზე ადამიანების შესვლას, თქვენს ეზოში რომ მოვიდეს ვინმე და გითხრათ, სეირნობა მინდაო, კარი უნდა გაუღოთ?“,- განაცხადა დავით საგანელიძემ.