Feedback

უცნობის ათი მილიონი და ბრძოლა ,,მაესტროსთვის; "ყველანაირად შევეწინააღმდეგები, რომ "მაესტროს" გაკოტრება არ დავუშვა" - რა ელის ტელეკომპანიას?!

  /   ნანახია 288 ჯერ

უცნობის ათი მილიონი და ბრძოლა ,,მაესტროსთვის;

"მაესტროს" ირგვლივ განვითარებული პროცესების უკან ისევ პირველი მოქალაქე და მისი მრჩეველების ჯგუფი დგას - ინფორმაციას "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს.

"საქმე იმაში გახლავთ,რომ გიორგი გაჩეჩილაძე ანუ პატარა გრეჩიხა ბიძინა ივანიშვილთან გოგა ხაინდრავამ დააკავშირა, გაჩეჩილაძე რომელიც რეალურად მაკა ასათიანმა წილიდან უკვე გაისტუმრა,"მაესტროს"მართვაში გადაცემას ითხოვს, ათი მილიონი, რომლის დახარჯვასაც ის ტელევიზიაში აპირებს, რეალურად სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფულია, მაკა ასათიანის ქმრის კოტე გოგელიას ტელევიზიიდან წასვლის შემთხვევაში "მაესტროს" "იმედი "იყიდის და ახალი ჰოლდინგი, როგორც გოგა ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილს არწმუნებს რეალური ბერკეტი იქნება რუსთავი 2-ის საინფორმაციო პოლიტიკის წინააღმდეგ, რადგან ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო დავა ასე მარტივად არ დასრულდება და დროშიც გაწელილი იქნება. კოტე გოგელიამ რაკი იცის, რომ პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, პირად საუბრებში აცხადებს, რომ არ აპირებს ტელევიზიის თაობაზე არც გოგა ხაინდრავასთან და არც გიორგი გაჩეჩილაძესთან საუბარს, თუ ტელევიზია აინტერესებს, ივანიშვილი დამელაპარაკოს, სხვა პირს ამ თემაზე არ შევხვდებიო, აცხადებს გოგელია,ივანიშვილს გამოჩენა არ უნდა,კულისებში თამაში ურჩევნია,ამიტომაც წავიდა პროცესი სასამართლოში," აცხადებს ელისო კილაძე.

 

"ყველანაირად შევეწინააღმდეგები, რომ "მაესტროს" გაკოტრება არ დავუშვა" - რა ელის ტელეკომპანიას?!
"ყველანაირად შევეწინააღმდეგები, რომ "მაესტროს" გაკოტრება არ დავუშვა" - რა ელის ტელეკომპანიას?!
"როდესაც სასამართლოში განცხადება ტელეკომპანიის გაკოტრების შესახებ  შევიდა, ნერვებმა აღარ გამიძლო"


"მაესტროს" გაკოტრება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ამ ტელევიზიაში სისხლი და ხორცი მაქვს ჩანთხეული. ვერაფრით დავუშვებ, რომ ტელევიზია უცხოების ხელში აღმოჩნდეს"

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი გაჩეჩილაძის - უცნობისგან გახდა ცნობილი ინფორმაცია, რომ "მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადება მოითხოვა. ამის თაობაზე გია გაჩეჩილაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

ამ ტელევიზიის ინფორმაციითვე, კომპანიაში პარტნიორთა კრება ჩატარდა, სადაც ერთ-ერთმა მეწილემ მაკა ასათიანმა მისგან აღებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა, რის შემდეგაც პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ გაკოტრების შესახებ საქმე დაიწყებულიყო.

აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება გია გაჩეჩილაძე. მისი თქმით, ხდება კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრება იმისათვის, რომ ის მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდოს და უცხოელი მფლობელების ხელში აღმოჩნდეს.

"ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას, რომ ეს არ მოხდეს. "მაესტროს" გაკოტრება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ამ ტელევიზიაში სისხლი და ხორცი მაქვს ჩანთხეული. ვერაფრით დავუშვებ, რომ ტელევიზია უცხოების ხელში აღმოჩნდეს ", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გაჩეჩილაძეს მაკა ასათიანმა სპეციალური წერილით უპასუხა, რომელშიც დადასტურებულია, რომ ტელეკომპანიის მენეჯმენტმა სასამრთლოს მართლაც მიმართა.

" შპს "სტუდია მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორის (იგულისხმება გია გაჩეჩილაძე - კ.პ) განცხადება მოულოდნელობაზე ან/და ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე არის გაუგებარი, მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი. სამწუხაროა ისიც, რომ ეს განცხადება შპს "სტუდია მაესტროს" პარტნიორმა გააკეთა კონკურენტი ტელეკომპანიების ეთერის საშუალებით. ასევე ძალზე პოპულისტურია ამავე პარტნიორის განცხადება რეაბილიტაციის გეგმის თაობაზე, რადგან, სამწუხაროდ, მას სინამდვილეში არ შემოუთავაზებია პარტნიორებისა და მენეჯმენტისათვის რაიმე კონკრეტული და რეალისტური გეგმა.
ვაფასებთ თითოეული პარტნიორის წვლილს "ტელემაესტროს" განვითარებაში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არავის აძლევს უფლებას მოხდეს კანონის და სამართლებრივი პროცედურების იგნორირება". - ვკითხულობთ მაკა ასათიანის განცახდებაში.

ტელეკომპანია "მაესტროს" მართვის უფლებით გადაცემას გია გაჩეცილაძე ითხოვს. ის მიანიშნებს იმაზეც, "მაესტროს" გაკოტრება შესაძლოა "პოლიტიკურ თემას" უკავშირდებოდეს, რადგან მოახლოებულია არჩევნები.

"ამ კომპანიაში ძალიან ბევრი სისხლი მაქვს ჩაქცეული და ყველანაირად შევეწინააღმდეგები, რომ "მაესტროს" გაკოტრება არ დავუშვა. მთელი საქართველოს გასაგონად ვიძახი, მე ვარ "მაესტროს" გადამრჩენელი, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად, თუმცა პარტნიორები რატომ გაურბიან ჩემ წინადადებას, ჩემთვის უცნობია. მე იგნორირებული ვარ "მაესტროს" მართვისგან. აქამდე ყოველთვის თავს ვიკავებდი საჯარო განცხადებებისგან, მაგრამ ახლა, როცა სასამართლოში შევიდა ტელეკომპანიის გაკოტრების შესახებ განცხადება, ნერვებმა აღარ გამიძლო. მინდა, იცოდეს მთელმა საზოგადოებამ და საქართველომ, რომ მე მინდა "მაესტროში" შესვლა მართვით და მინდა ის დავამსგავსო იმ ტელეკომპანიას, რომლის ღირსიც არის ქართული საზოგადოება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "მაესტრო" არ გაკოტრდეს და იყოს თავის მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ

გია გაჩეჩილაძე: " ჩვენ მზად ვართ, ერთი კვირის ვადაში გავაფორმოთ ხელშეკრულება მართვაში გადმოცემაზე, კიდევ ერთ კვირაში კი (ანუ ჯამში 2 კვირაში) წარმოვადგინოთ 10 მილიონ აშშ დოლარზე საბანკო გარანტია. ეს აშკარად უკეთესია, ვიდრე გაკოტრება".

 
"მე ვარ "მაესტროს" გადამრჩენელი" - გია გაჩეჩილაძე
 

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მეწილე გია გაჩეჩილაძე არხის მართვაში გადაცემას ითხოვს. როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი წინადადებებით პარტნიორებს არაერთი წერილით მიმართა. მისივე განმარტებით, მზად არის ტელეკომპანიის მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით წარმოადგინოს 10 მილიონი აშშ დოლარის საბანკო გარანტია. "ამ კომპანიაში ძალიან ბევრი სისხლი მაქვს ჩაქცეული და ყველანაირად შევეწინააღმდეგები, რომ "მაესტროს" გაკოტრება არ დავუშვა. მთელი საქართველოს გასაგონად ვიძახი, მე ვარ "მაესტროს" გადამრჩენელი" - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

როგორც ცნობილია, "მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და ტელეკომპანიის გადახდის უუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადება მოითხოვა. მისივე თქმით, მაკა ასათიანმა მისგან აღებული კრედიტების დაფარვა სასწრაფო წესით მოითხოვა, რის შემდეგაც პარტნიორებმა გაკოტრების შესახებ საქმის დაწყება გადაწყვიტეს. გაჩეჩილაძის ამ განცხადებას მაკა ასათიანი გამოეხმაურა, სადაც მის გამონათქვამებს "პოპულისტური" უწოდა და დასძინა, რომ გაჩეჩილაძეს არანაირი რეაბილიტაციის გეგმა არ შეუთავაზებია, ხოლო თავად, საზოგადოებას  და ტელევიზიის კოლექტივს ჰპირდება, რომ ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით წარიმართება, რათა "მაესტროს" ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსისა" და '' კვირის პალიტრას'' მასალების მიხედვით