Feedback

შავლიაშვილი პროკურატურაში პრემიერს დაასახელებს? - ჯანყარაშვილი, ჩხენკელები და ქუთაისის მერი - ახალი სკანდალი?

  /   ნანახია 472 ჯერ

შავლიაშვილი პროკურატურაში პრემიერს დაასახელებს? - ჯანყარაშვილი, ჩხენკელები და ქუთაისის მერი - ახალი სკანდალი?

 
ხელისუფლებაში შესაძლოა ახალი სკანდალი აგორდეს. საუბარია ხმაურიან დაჭერებზე, რომელიც, შესაძლოა, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის სახელს უკავშირდებოდეს. კულუარული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მთავარ პროკურატურაში დავით შავლიაშვილს დაიბარებენ. წყაროსვე განცხადებით, ყოფილმა მინისტრმა უკვე იცის, რომ მას დაკითხავენ და შავლიაშვილმა პროკურატურას შეუთვალა, რომ ის, პრემიერიდან დაწყებული და მისი ნათესავებით დამთავრებული, ყველა სახელს და გვარს დაასახელებს. წყაროს თქმით, ნოდარ ჯავახიშვილის სკანდალური ინტერვიუ დაჭერების დაანონსებაა და საქმე, შესაძლოა, ქუთაისის მერამდე და ძმებ ჩხენკელებამდეც მივიდეს.
„ოცნების კარზე ხმაურიანი დაჭერების სეზონი გაიხსნა. შექმნილი კოლაფსიდან გამომდინარე, გამოსავალს რამდენიმე, სკანდალურად ცნობილი პირის დაკავებაში ხედავენ. მათ შორის, ერთ-ერთი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით შავლიაშვილი, ძნები ჩხენკელებიდან - რომელიმე, რამდენიმე ქალაქის, მათ შორი,ს ქუთაისის მერი და პრემიერის ცოლის ნათესავებიდან - ჯანყარაშვილი განიხილება. ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა უკვე იცის, რომ დაკითხვაზე დაიბარებენ. მან პროკურატურას შეუთვალა, ბევრს არ გაწვალებთ, ყველა გვარს დაგისახელებთ - პრემიერით დაწყებული, მისი ნათესავებით დამთავრებულიო. ახლა, პროკურატურაში ფიქრობენ, რომელია ხელსაყრელი მომენტი, როცა ხალხს სანახაობა დასჭირდება,? პრემიერი ღარიბაშვილი, ცხადია, წინააღმდეგობას ვერ უწევს საკუთარი თავის გადარჩენის სანაცვლოდ, ის მზადაა, ნათესავები გაიმეტოს. შავლიაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრალდება ეხება სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობას და კომპანია "ალტკომისათვის" წინასწარ ავანსად გადარიცხულ 43 მილიონ ლარს, რომლის კონვერტირებაც იმ დღესვე მოხდა და ქვეყნიდან 22 მილიონი ევრო უკრაინაში გავიდა. ნოდარ ჯავახიშვილის ინტერვიუც ამ ხმაურიანი დაჭერების ანონსია, მან უკვე იცის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია,“ - აცხადებს წყარო