Feedback

''ნათესაური'' ხელისუფლება!? - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა - ვინ არიან ერთმანეთის მინდია და მიხეილ ჯანელიძეები?

  /   ნანახია 363 ჯერ

''ნათესაური'' ხელისუფლება!? - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა - ვინ არიან ერთმანეთის მინდია და მიხეილ ჯანელიძეები?

არა, რა, რაღა მაინცდამაინც ერთი გვარისანი მოდიან სახელისუფლო მაღალ ეშელონებში?! დინასტიაა? - ა, ბატონო - ინტრიგა!

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას ასევე აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, 2003-2004 წლებში, მიხეილ ჯანელიძე სამინისტროს საგარეო პოლიტიკის ანალიზისა და კველვის ცენტრში საქმიანობდა.
ამ პოსტზე მიხეილ ჯანელიძემ დავით დონდუა შეცვალა. დავით დონდუა საქმიანობას უწყებაში მინისტრის მოადგილის რანგში გააგრძელებს.