Feedback

"ოცნების" ლიდერები მაქსიმუმ ორ წელიწადში ციხეში გადაინაცვლებენ"

  /   ნანახია 249 ჯერ

 
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას თქმით ხელისუფლება ძალაუფლებას ვეღარ ფლობს და სიტუაცია 2012 წლის ვითარებას ჰგავს:

„1917 წელს ლენინი ამბობდა, ძალაუფლება ნევის პროსპექტზე გდია და ვინც პირველი მიასწრებს, ის აიღებს ხელშიო! დღეს საქართველოშიც ანალოგიური ვითარებაა, რადგან ეს ხელისუფლება დამთავრებულია და "ოცნების" ლიდერები მაქსიმუმ ორ წელწადში ციხეში გადაინაცვლებენ. „ოცნების“ ხელისუფლება ყველა მიმართულებით ბოლომდე გაკოტრდა და მისი შეცვლა მხოლოდ დროის საკითხია. თანაც ეს დრო შორს ნამდვილად არ არის!

უბრალოდ , დღეს საქართველოში არ ჩანს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქუჩაში დაგდებულ ძალაუფლებას ხელში აირებს. ეს სიტუაცია ძალიან გავს 2012 წლის ვითარებას, როცა ნაციონალური მოძრაობა ბოლომდე დისკრედიტირებული იყო, ოპოზიციას კი ლიდერი არ ჰყავდა, მაგრამ ივანიშვილი გამოჩნდა და სააკაშვილის რეჟიმი ერთ წელწადში დაიშალა. პიორობითად ვიტყვი- დღეს ოპოზიციაში პაატა ბურჭულაძის ან ლევან ვასაძის მსგავსი ლიდერი რომ გამოჩნდეს და ხელისუფლებას დაუპირისპირდეს. დარწმუნებული ვარ , 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება“- აცხადებს კახა კუკავა.

http://newposts.ge/