Feedback

შალვა ნათელაშვილი: 300 ჰექტარი ვენახი ბიძინა ივანიშვილს ხელში აქვს ჩაგდებული კახეთში

  /   ნანახია 392 ჯერ

შალვა ნათელაშვილი: 300 ჰექტარი ვენახი ბიძინა ივანიშვილს ხელში აქვს ჩაგდებული კახეთში

შალვა ნათელაშვილი კახელი გლეხების პრობლემაში ბიძინა ივანიშვილის პირად ბიზნესინტერესებს უკავშირებს და ამბობს, რომ ივანიშვილს 300 ჰექტარი ვენახი აქვს კახეთში.

ნათელაშვილი ივანიშვილს “გაბატონებულ მილიონერთა კლუბის” წარმომადგენელს უწოდებს და წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს.

„300 ჰექტარი ვენახი ბიძინა ივანიშვილს ხელში აქვს ჩაგდებული კახეთში და ბუნებრივია, მას ურჩევნია, საკუთარ ვენახში მოწეული ყურძენი მიიღოს და მე-10, მე-15 ადგილზე გადააგდოს ამ კერძო სექტორში ხარისხიანი და უკეთესი ყურძენი,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ლეიბორისტების ლიდერი ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს მოახლოებულ არჩევნებსაც უკავშირებს და ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნის დღეების დათვლაზე საუბრობს.

„ამ ხელისუფლებისთვის უკანასკნელი თვეები დაიწყო და შემოდგომის ბუზების სტადიაში გადავიდნენ. შემოდგომის ბუზისთვის კი აუცილებლად დგება სუსხიანი ზამთარი,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

timer.ge