Feedback

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება

  /   ნანახია 378 ჯერ

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.
“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სამუშაოებია.
კერძოდ, 16 სექტემბერს, 11.00 საათიდან 17.00 საათამდე, საბურთალოს რაიონში გაზის მიწოდება გაეთიშება ასათიანის ქ. 10ა, 12, 14, ვ. ფშაველას 1 შეს. 7, 9, ზაქარიაძის ქ. 3, 5, 7, 9, 11, 13, 15, ნუცუბიძის ქ. 32, 34, 36-1, 36-2, 38, 40, 42, 44, 46, 48, 50 კორპუსებისა და ნუცუბიძის ქ. 49-დან 59-ის ჩათვლით კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს (1000 აბონენტი).
გლდანის რაიონში, 11.00 საათიდან 14.00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სარაჯიშვილის გამზ. 3, 5, 7, ილორის ქ. 2, 4, 6, 8 საცხ. კორპუსების მოსახლეობას (210 აბონენტი).
რაც შეეხება ნაძალადევის რაიონს, ასევე ხვალ, 16 სექტემბერს, 11.00 საათიდან 17.00 საათამდე, გაზი შესაძლოა დაბალი წნევით მიეწოდოს
კავთისხევის, ლეჩხუმის, მანჯგალაძის, სვანეთის, ხევსურეთის ქუჩების კერძო სექტორის ნაწილს, ასევე ც. დადიანის ქ. 34-ის კორპუსების მოსახლეობასა და მიმდებარედ არსებულ კომერციულ ობიექტებს (1230 აბონენტი).
“გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე”, – აცხადებენ კომპანიაში.