Feedback

#7 - ''პანდორას ყუთს'' თავი დროულად და მთლიანად უნდა ავხადოთ და არა - ნაწილობრივ...

  /   ნანახია 1191 ჯერ

#7 - ''პანდორას ყუთს'' თავი დროულად და მთლიანად უნდა ავხადოთ და არა - ნაწილობრივ...

ინტერნეტ-მედია-ჰოლდინგი PKTV.GE წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას ''ემიგრანტი და ''პანდორას ყუთი'', რომელსაც წარუძღვებიან ჟურნალისტები: PKTV.GE-ს მთ. რედაქტორი, ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი, ჟურნალისტი ირაკლი გოგორიშვილი, რომელიც ამ გადაცემაში ექსპერტიც იქნება ემიგრაციის საკითხებში და ჟურნალისტი, ყოფილი ემიგრანტი იამზე კიკნაძე.
ამ გადაცემაში უამრავ პრობლემატურ საკითხებს შევეხებით, რაც ჩვენს მოსახლეობას და მეტადრე, ემიგრანტებსა თუ ემიგრაციაში წასასვლელად მომზადებულ ადამიანებს აინტერესებთ, ასევე ტურისტულ მოგზაურობაში წამსვლელებს.
მოკლედ, გვიყურეთ ჩვენ, ჩვენ მხოლოდ სიმართლეს გეტყვით, რეალურ სამყაროს დაგანახებთ და მოგაწვდით მხოლოდ და მხოლოდ ობიექტურად გაშუქებულ მოვლენებს. დღეს ამ რუბრიკით მე-7 გადაცემაა.
დღევანდელ გადაცემაშიც შევეხებით ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტის პრობლემებს საქართველოში, ასევე იმ პრობლემას, თუ რა ხდება ჩვენთან საჯარო სამსახურებში - როგორ მიმდინარეობს კონკურსები და რატომ ნიშნავენ თანამდებობებზე ''ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ'' (უფრო სწორად, ნაწილობრივ რომ აკმაყოფილებენ დაკისრებულ მოვალეობას - ქ.ს.) ჩინოვნიკებს, რომელთაც თურმე კვალიფიკაციის ამაღლება აუცილებლად სჭირდებათ, მაშინ, როცა კონკურსგავლილები და ეტაპებგადალახულები სამსახურს გარეთ რჩებიან? და ა.შ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე, რომელიც რა თქმა უნდა, ემიგრანტებს შეეხებათ, ასევე, შეეხებათ საქართველოში ''უპრაგონოდ'' შემოსულ უცხოელებს და ა.შ. , ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში ''პანდორას ყუთში''.ვისაუბრებთ იმ სირთულეებსა და დამამცირებელ მოპყრობაზე, რომელსაც ემიგრანტები უცხოეთში ხვდებიან. ასევე, გესაუბრებით იმ პრობლემაზე, რასაც საელჩოების მაფია ჰქვია.
ოპერატორი: ცოტნე ლაგვილავა
მონტაჟი: ბორის ანდრიევსკი
გვიყურეთ ჩვენ, არ მოგატყუებთ!
ჩვენი რეკვიზიტებია: (032) 2 18 25 19, 592 777 311
skype: pktv-pandora,
e-mail: PKTVPANDORA@yahoo.com info@pktv.ge