თბილისში ნასვამმა პაციენტმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანა დააზიანეს.
არსებული ინფორმაციით, გამოძახებაზე მისულ ექიმთა ბრიგადას პაციენტი ნასვამ მდგომარეობაში დახვდა.
მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს მისი ინგოროყვას კლინიკაში ჰოსპიტალიზება. სასწრაფო დახმარების მანქანას პაციენტის ნასვამი ახლობლებიც დაემგზავნენ, გზად მათ მანქანა დააზიანეს და საქარე მინა ჩაამტვრიეს.
შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექიმებმა მაინც მოახერხეს პაციენტისთვის გადასხმის სისტემის დადგმა და მისი კლინიკაში გადაყვანა.
მომხდარის გამო ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.