Feedback

„თელასი" ტარიფების ზრდით უკმაყოფილოა

  /   ნანახია 472 ჯერ

„თელასი

 

კომპანიაში ამბობენ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება კომპანიისთვის არახელსაყრელია და შეუთანხმებელ საკიხებზე მუშაობა გაგრძელდება.

უკამყოფილება სამომხმარებლო ტარიფში "თელასის" განაწილების წილის შემცირებამ გამოიწვია, რომელიც დაახლოებით 3 თეთრით შემცირდა.

„შესყიდვის ტარიფის კომპონენტის შემოთავაზებული ვარიანტი საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომ ზამთარი გადავიტანოთ ნორმალურად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. რაც შეეხება თავად „თელასის" წილის შემცირებას, ეს სერიოზული პრობლემაა ამ კომპანიიისთვის. გავაანალიზებთ სიტუაცას, გავაგრძელებთ მუშაობას მარეგულირებელ კომისიასთან იმ შეუთანხმებელ საკიხებთან დაკავშირებით და გამოვთქვამთ იმედს, რომ საბოლოო ჯამში, მივიღებთ იმ შედეგს, რაც ჩვენთვისაც ხელსაყრელი იქნება, კომისიითვის და რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვის", - აცხადებს „თელასის" ფინანსური დირერქტორი, მიხეილ ანთიძე.

მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, ახალი ტარიფი გამოქვეყნებიდან ამოქმედდება და ძალაში 2016 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.

თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიას შემდეგი ტარიფით გადაიხდის: 101 კვტ.სთ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 12,98 თეთრი, 101-დან 301 კვტ.სთ-მდე - 16,992 თეთრი, ხოლო 301 კვტ.სთ-დან - 21.476 თეთრი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ თბილისში ელექტროენერგიის ძველ და ახალ ტარიფს შორის სხვაობას სოციალურად დაუცველებს თბილისის მერია დაუფინანსებს.

ენერგოპლატფორმა/Energyplatform