Feedback

დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

  /   ნანახია 379 ჯერ

დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

 

კომპანია "თელასის“ ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება გეგმური სამუშაოების გამო დროებით შეფერხდება.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მშვიდობის ქუჩის (დიდი ლილო), ვარკეთილის მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის,  კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, მოსკოვის გამზირის და ქაიროს ქუჩის  მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი- 2 დასახლების,  გახოკიძის და ბერიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძისა და პეტრიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედნის, ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  აღმაშენებლის გამზირის და სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დიღმის მასივის I, VI  კვარტლების, რობაქიძის გამზირის, ფოთის, ყიფიანის, წინამძღვრიშვილის, ტყვიავის და ნეკრასოვის ქუჩების მაცხოვრებლებს. 

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის, ცხვედაძის, დარიალის, ტიციან ტაბიძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის,  აბაშიძის და არაყიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოდაშვილის, იუნკერთა, ჩკალოვის, ჰოსპიტლის, გუჯარეთის, მელაანის და ჯორჯ ბუშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების მაცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.