Feedback

#6 - ჩვენ - ჟურნალისტები- სიმართლის მთქმელნი! - პროფესიონალების დაბრუნების დრო უნდა დადგეს! - PKTV.GE

  /   ნანახია 1104 ჯერ

#6 - ჩვენ - ჟურნალისტები- სიმართლის მთქმელნი! - პროფესიონალების დაბრუნების დრო უნდა დადგეს! - PKTV.GE

ინტერნეტ-მედია-ჰოლდინგი PKTV.GE წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას ''ემიგრანტი და ''პანდორას ყუთი'', რომელსაც წარუძღვებიან ჟურნალისტები: PKTV.GE-ს მთ. რედაქტორი, ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი, ჟურნალისტი ირაკლი გოგორიშვილი, რომელიც ამ გადაცემაში ექსპერტიც იქნება ემიგრაციის საკითხებში და ჟურნალისტი, ყოფილი ემიგრანტი იამზე კიკნაძე.
ამ გადაცემაში უამრავ პრობლემატურ საკითხებს შევეხებით, რაც ჩვენს მოსახლეობას და მეტადრე, ემიგრანტებსა თუ ემიგრაციაში წასასვლელად მომზადებულ ადამიანებს აინტერესებთ, ასევე ტურისტულ მოგზაურობაში წამსვლელებს.
მოკლედ, გვიყურეთ ჩვენ, ჩვენ მხოლოდ სიმართლეს გეტყვით, რეალურ სამყაროს დაგანახებთ და მოგაწვდით მხოლოდ და მხოლოდ ობიექტურად გაშუქებულ მოვლენებს. დღეს ამ რუბრიკით მე-6 გადაცემაა.
დღევანდელ გადაცემაშიც შევეხებით ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტის პრობლემებს საქართველოში, რატომ ხდება ზეწოლა მედიაზე და რისთვის გახდა საჭირო ან ვიგან გახდა საჭირო კონკრეტული პირების პრობლემების წამოწევა მედია-სივრცეში, მაშინ როდესაც სრულიად ჟურნალისტიკა და მართლაც მართალი სიტყვა უკვე ათეული წელია სერიოზული წნეხის ქვეშაა და პროფესიონალი ჟურნალისტები შეგნებულად ჩამოცილებულნი თავის საქმიანობას, თავის პროფესიას? ვის და რატომ ჭირდება ერთეული პირების დასაცავად ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა? ვინ და რა ინსტრუქციები მიიღო საამისოდ? რის გადაფარვას ცდილობენ ამ შეგნებული აჟიოტაჟით? და ა.შ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე, რომელიც რა თქმა უნდა, ემიგრანტებს შეეხებათ, ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში ''პანდორას ყუთში''.ვისაუბრებთ იმ სირთულეებსა და დამამცირებელ მოპყრობაზე, რომელსაც ემიგრანტები უცხოეთში ხვდებიან. ასევე, გესაუბრებით იმ პრობლემაზე, რასაც საელჩოების მაფია ჰქვია.
ოპერატორები: ნიკა მამცელიძე, ცოტნე ლაგვილავა
მონტაჟი: ბორის ანდრიევსკი
გვიყურეთ ჩვენ, არ მოგატყუებთ!
ჩვენი რეკვიზიტებია: (032) 2 18 25 19, 592 777 311
skype: pktv-pandora,
e-mail: PKTVPANDORA@yahoo.com info@pktv.ge