Feedback

რჩევები ქ-ნ თინა ხიდაშელს: თუ გინდათ, რომ ომი მოიგოთ ჯარისკაცი, ოფიცერი და ხალხი მაძღარი უნდა გყავდეთ

  /   ნანახია 449 ჯერ

 რჩევები ქ-ნ თინა ხიდაშელს: თუ გინდათ, რომ ომი მოიგოთ ჯარისკაცი, ოფიცერი და ხალხი მაძღარი უნდა გყავდეთ

 

ქ-ნო თინათინ, თქვენი პოლიტიკური გამოცდილების ადამიანი უდავოდ დაეთანხმება ჩემს გზავნილს, მითუმეტეს ამას „მულო შენ გეუბნები, რძალო გაიგე“-ს პრინციპით გიგზავნით. ამას დავარქვათ „მოაზროვნე ამომრჩევლის მოთხოვნები!“

1. თუ გინდათ, რომ ომი მოიგოთ ჯარისკაცი, ოფიცერი და ხალხი მაძღარი უნდა გყავდეთ. ცარიელ კუჭზე შეპირებებით გამოწვეული კუჭის წვენის გამოყოფა წყლულს იწვევს….

2. პოლიტიკოსის მიერ ნათქვამ სიტყვაში ოპონენტები ყოველთვის ზეტექსტს, ქვეტექსტს ან კონტექსტს ეძებენ და საკუთარი მოთხოვნის ფარგლებში გამოიყენებენ. ამიტომ, შეძლებისდაგვარად, აზრი მარტივად უნდა ჩამოაყალიბოთ, ქვეტექსტზე კი თვითონ მიუთითოთ მსმენელს.

ლენინგრადის ბლოკადაზე თქვენს ნათქვამს ბალტიისპირეთის კეთილმსურველმა მედიამ ზუსტად იმ კონტექსტში შეაფასა, როგორშიც გულისხმობდით. ანუ რუსებს სანქციებით ბევრს ვერაფერს დაუშავებ. მაგრამ ზემონახსენები პრინციპით, თქვენ რუსი ერი მასხრად აიგდეთ, რაც სახიფათო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. გაიხსენეთ თქვენი მეგობრის ი.ოქრუაშვილის ცნობილი სიტყვებით გამოწვეული რეაქცია! შესაძლოა იგი რუსული ბაზრის მოთხოვნების დაბალ კულტურას გულისხმობდა, მაგრამ მისი იდიოტური პასაჟი ძალიან ძვირი დაუჯდა ქართველ ერს. ქართული მიწების წართმევის და დაკარგვის დასაბამი ზუსტად არაადექვათური, შეკვეთილი, განცხადებები და ქართული ფეკალიების გაგზავნა გახდა. ერთ რჩევას მოქცემთ, ნუ აღიზიანებთ რუსებს თქვენი არაადექვატური და აშშ-დან შეკვეთილი განცხადებებით. რუსი ოპონენტები ძალიან ღიზიანდებიან ამგვარ განცხადებებზე და შესაძლოა სისულელეც კი ჩაიდინონ!

ასწლეულები და ათასწლეულები ქართველი ადამიანი დიპლომატიით და გმირობით იყო გამორჩეული. იმასაც კი აღწევდა, რომ უმაღლეს მმართველებად და სარდლებად ირჩევდნენ რუსეთსა და სპარსეთში. დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ თქვენ, საკუთარი ქვეყნის მმართველებს, რადგან თქვენმა უხეშად ნასროლმა სიტყვამ ნადვილი ტყვიების უკუსროლა არ გამოიწვიოს. არჩიე მერე, ვის წითელ ხიდზე ან აეროპორტში გაქცევის შესაძლებლობა ექნება, ვის კი თქვენს მიერ გამოწვეული უბედურების ადგილზე დახვედრა.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ აღიზიანებთ რუსებს, ქვეყანა ვეღარ აიტანს მათ! ასევე, ხაზგასმით, მინდა გითხრათ, მე რუსების მეხოტბე არ ვარ და არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ ვხედავ ერთ მარტივ ამოცანას – თქვენს პატრონებს თქვენივე ხელით უნდათ გააკეთონ ის, რაც გააკეთეს 2008 წელს…


ლაშა ამირეჯიბი

wyaro:http://marshalpress.ge/