Feedback

საქართველოს მოსახლეობის 66% შიმშილობს!

  /   ნანახია 413 ჯერ

 საქართველოს მოსახლეობის 66% შიმშილობს!

ასეთი გახლავთ გაეროს სასურსათო კომიტეტის მიერ დადებული მონაცემები, რომლის თანახმადაც ქართველების 13%-ს ანუ 600 000 ადამიანს დღეში შეუძლია დახარჯოს მხოლოდ 1,25% ანუ 2 ლარი.

Mediacity-თან ასეთ სკანდალურ სტატისტიკას დებს ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, „ნატოს“ ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში - შოთა ჩხეიძე:

- ადამიანის საარსებო მინიმუმი შედგება სასურსათო კალათისგან და არასასურსათო ხარჯებისგან. საქართველოში მათი შეფარდება შეადგენს 7/3-ზე, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში ეს შეფარდება 15-20%-ია. სრულიად განსხვავებული სტანდარტები აქვს „ნატოს" სასურსათო კომიტეტს თავისი წევრი და წევრობის მოსურნე ქვეყნებისათვის. ამ სტანდარტების მიხედვით, საქართველოში სასურსათო კალათა 370-400 ლარის ფარგლებში უნდა მერყეობდეს, მაშინ როცა რეალურად 149 ლარია. ანუ საქართველოში არსებულ ნორმა „ნატოს“ მიერ განსაზღვრულ ნორმებს სამჯერ ჩამორჩება.

- რამდენი კილოკალორია უნდა მიიღოს ადამიანის ორგანიზმმა ნორმალური ფუნქციონირებისთვის?

- საერთაშორისო ნორმებით, მსუბუქი შრომით დაკავებულმა საშუალო ასაკის მამაკაცმა, რომელიც იწონის 70კგ-ს (ქალებში 60კგ) დღეში 2 700-3 000 კკალ უნდა მიიღოს, საშუალოდ მშრომელმა 2 950-3 200 კკალ. ხოლო მათ, ვისაც მძიმე შრომა უწევთ, 3 900-4 500 კკალ. ამ დროს, საქართველოში დღიურ ნორმად დადგენილია 2 300 კკალ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობა არასრულფასოვნად იკვებება. ეს კი, ათასგავრი დაავადებების გამომწვევი შეიძლება გახდეს. სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი კრიტერიუმი დაბალანსებული კვებაა. სრულფასოვანი სურსათი უნდა შეიცავდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ინგრედიენტებს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. კერძოდ, პური უნდა შეადგენდეს დღეში 150 გრამს, ხორცი - 200 გრამს, რძის პროდუქტები - 960 გრამს, კარტოფილი - 170გრამს, ბოსტენული - 370 გრამს, ხილი - 210 გრამს, თევზი - 50 გრამს, ცხიმი - 30 გრამს, შაქარი - 100 გრამს. ვერც ერთ ამ ნორმატივს რიგითი ქართველი ვერ იცავს. ჩვენი მოსახლეობის 50% გაეროს მიერ განსაზღვრულ მინიმუმზე (რაც 2 100 კკალორიას შეადგენს) ნაკლებს იღებს, ხოლო 35% კი კრიტიკულზე (1 800 კკალორია) ნაკლებს ანუ 1600 კკალორიას. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ამ კალორიების ნახევარზე მეტი პურზე მოდის.

- საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი როგორია?

- საქართველო სამწუხაროდ იმ სახელმწიფოთა შორის აღმოჩნდა, სადაც შიმშილობის საშუალო დონეა. გაეროს მიერ დადგენილი ნორმით, ადამიანი შიმშილობს, თუ ის დღეში 1800 კკალორიაზე ნაკლებს იღებს. გაეროს მსოფლიო მოსახლეობის ორგანიზაციის მონაცემებით საქართელოს მოსახლეობის 13%-ს ანუ, 600 000 ადამიანს დღეში შეუძლია დახარჯოს მხოლოდ 1,25% ანუ, 2 ლარი. ხოლო, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სურსათის რეკომენდირებული ნორმების თანახმად, საკვები, რომელიც საქართველოს ზრდასრული, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის (31-50 წ) არის განსაზღვრული, მნიშვნელოვნად ნაკლებია 3-4 წლის ბავშის ნორმაზე.

wyaro:http://mediacity.ge/