Feedback

როგორ მიდიან ემიგრაციაში; სირთულეები და ''ვიზატერორიზაცია'' PKTV.GE-ს ''პანდორას ყუთში''

  /   ნანახია 765 ჯერ

როგორ მიდიან ემიგრაციაში; სირთულეები და ''ვიზატერორიზაცია'' PKTV.GE-ს ''პანდორას ყუთში''



ინტერნეტ-მედია-ჰოლდინგი PKTV.GE წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას ''ემიგრანტი და ''პანდორას ყუთი'', რომელსაც წარუძღვებიან ჟურნალისტები: PKTV.GE-ს მთ. რედაქტორი, ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი, ჟურნალისტი ირაკლი გოგორიშვილი, რომელიც ამ გადაცემაში ექსპერტიც იქნება ემიგრაციის საკითხებში და ჟურნალისტი, ყოფილი ემიგრანტი იამზე კიკნაძე. 
ამ გადაცემაში უამრავ პრობლემატურ საკითხებს შევეხებით, რაც ჩვენს მოსახლეობას და მეტადრე, ემიგრანტებსა თუ ემიგრაციაში წასასვლელად მომზადებულ ადამიანებს აინტერესებთ, ასევე ტურისტულ მოგზაურობაში წამსვლელებს. 
მოკლედ, გვიყურეთ ჩვენ, ჩვენ მხოლოდ სიმართლეს გეტყვით, რეალურ სამყაროს დაგანახებთ და მოგაწვდით მხოლოდ და მხოლოდ ობიექტურად გაშუქებულ მოვლენებს. დღეს ამ რუბრიკით მეხუთე გადაცემაა.
დღევანდელ გადაცემაშიც შევეხებით ''ვიზატერორიზაციას'', ვისაუბრებთ იმ სირთულეებსა და დამამცირებელ მოპყრობაზე, რომელსაც ემიგრანტები უცხოეთში ხვდებიან. ასევე, გესაუბრებით იმ პრობლემაზე, რასაც საელჩოების მაფია ჰქვია. 
ოპერატორები: ნიკა მამცელიძე, თემურ ლაგვილავა
მონტაჟი: ბორის ანდრიევსკი

დაგვიკავშირდით:

skype: pktv-pandora

გაგრძელება იქნება
გვიყურეთ ჩვენ, PKTV.GE-ს , არ მოგატყუებთ!