Feedback

ვოლსკის 25 ლარიანი "ტაფჩანი"

  /   ნანახია 606 ჯერ

ვოლსკის 25 ლარიანი

ბათუმში ტურისტული სეზონი თავის კვალს ტოვებს. უამრავი ხალხი ისვენებს, მათ შორის, საკმაოდ ბევრი უცხოელიც. ფულის შოვნის მხრივაც საკმაოდ კარგი სიტუაციაა. ამ დროს ყველაფრისგან შეიძლება, ადამიანმა ფული იშოვოს. 

ერთ-ერთი სარფიანი საქმე, ერთ-ერთ დახურულ პლიაჟზე ეგრეთწოდებული "ტაფჩანების" ბიზნესია. თურმე, ნუ იტყვით და, ერთი "ტაფჩანის" ქირაობა 25 ლარი ღირს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესის ერთ-ერთი მოწილე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი გახლავთ. რა ქნას ადამიანმა? - სეზონია ბათუმში და თუკი ადამიანს ფულის შოვნის შანსი აქვს, აბა არ უნდა იშოვოს?

 

ინტრი განიანი