Feedback

"სამინისტროს თანამშრომლებს ექნებათ იპოთეკური სესხები და იმათთვის იქნება განკუთნილი დევნილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი ეს 20 000 ლარი და არა ჩვენთვის, ლტოლვილებისთვის!!.." - სპეციალურად PKTV.GE-სთვის

  /   ნანახია 569 ჯერ

" 23 წელია, ბინას ველოდებით, მაგრამ თუ ''ნაცი'' არ ხარ, არ მოგცემენ!?!" 

 

დავით ცხვარაძე,
PKTV.GE-ს საკ.კორ-ი იმერეთის რეგიონიდან

რა გამოხმაურება მოჰყვა სოც. ქსელში დევნილთა განსახლების სამინისტროს მიერ გამოყოფილ 20 000 ლარს, რომელიც თითქოსდა დევნილებისთვის იპოთეკური სესხებისთვის არის განკუთნილი?
არსებული ინფორმაცია, რომ 50 დევნილ ოჯახს დევნილთა განსახლების სამინისტრო იპოთეკური სესხის დასაფარად 20 000 ლარს ჩაურიცხავს, სოციალურ ქსელში განხილვის თემათ გადაიქცა.

მაგალითად, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი მაია მარგანია, 23 წელიწადია, საცხოვრებელ ფართს ელოდება, თუმცა მას საქართველოს მთავრობისგან დღემდე არაფერი მიუღია! მარგანიას განმარტებით, იყო დაპირებებიც დევნილთა სამინისტროსგან, რომ იგი საცხოვრებელ ფართს მიიღებდა, თუმცა როდის, ეს არ უთქვამთ - ეს დაპირებები ჯერ არ შესრულებულა!

ასევე მოტყუებულია ხელისუფლებისგან და შესაბამისი სამსახურებისგან: დევნილთა სამინისტრო, სოცსააგენტო - აფხაზეთიდან დევნილი მზევარ იობიძე, რომლის 5-სულიანი ოჯახი სიღატაკის ზღვარს ქვემოთაა და 20 კვადრატულ მეტრ ფართში, ერთ ოთახში ცხოვრობს. 3 შვილი - 2 ვაჯი და 1 გოგონა სრულწლოვანები არიან. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და ეს 3 სრულწლოვანი შვილი ერთ ოთახში ცხოვრობენ და მათი სემოსავალი თვიდან თვემდე, მხოლოდ 45 ლარია სულზე - ანუ დევნილთა შემწეობა!. იმის გარდა, რომ იობიძეების ოჯახისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართი გამოეყოთ, მათ სოციალურიც კი მოუხსნეს...
დავუბრუნდეთ ისევ მაია მარგანიას, რომელსაც საცხოვრებელი ფართის პრობლემა, წლებია აქვს, - ეს ქალბატონი ჩვენს მიერ გავრცელებულ მასალას სოციალურ ქსელ facebook - ის მეშვეობით ეხმიანება, ჩვენ მარგანიას კომენტარს, ყოველგვარი სტილისტური ჩარევის გარეშე, უცვლელი სახით გთავაზობთ :
''მაია მარგანია -" სხვათა შორის, ნაცების დროს ვინც აიღო ისევ იმათ აძლევენ და თუ ნაცი არა ხარ არ მოგცემენ!
სამინისტროს თანამშრომლებს ექნებათ იპოთეკური სესხები და იმათთვის იქნება განკუთნილი ეს ბინებიც ! აბა გაჭივრებულ ლტოლვილებს ვინ მისცემს,
23 წელია ბინას ველოდებით მაგრამ გვეუბნებიან ხო რათქმაუნდა გეკუთვნითო მაგრამ ბინა არსად ჩანს, მაგრამ ვისაც უკვე აღებული აქვთ ბინები ორჯელ, სამჯერ მათთვის ისევ არის ბინები, მომცეს და დავემდურე? უბრალოდ უსამართლობაა ამქვეყანაზე მეტი არაფერი", აცხადებს მარგანია.
შეგახსენებთ: აფხაზეთიდან დევნილი მარგანიას გამოხმაურება ქვემოთ მოყვანილ მასალას ''50 დევნილ ოჯახს დევნილთა სამინისტრო იპოთეკური სესხის დასაფარად 20 000 ლარს ჩაურიცხავს'', მოჰყვა.
410-დევნილი ოჯახიდან იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნა სამინისტრომ 50 ოჯახს დაუკმაყოფილა. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ინფორმაციით, 50 ოჯახს იპთეკური სესხის დასაფარად ფულადი დახმარება გაეწევათ.
“იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით განაცხადი 410-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თითოეულ განაცხადი დეტალურად გადაამოწმა. გადაწყვეტილების შედეგად 50 ოჯახს იპთეკური სესხის დასაფარად ფულადი დახმარება გაეწევათ.
კომისიის გადაწყვეტილებით, იმ დევნილ ოჯახებს, რომელთა მიმართაც მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ფულადი დახმარება დაერიცხებათ შემდეგი პრინციპით: ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში (ეროვნული ვალუტის კურსით დაფარვის მომენტისათვის) აღებული სესხის დასაფარი თანხის ოდენობა თუ აღემატება 20 000 ლარს – დაერიცხებათ 20 000 ლარი, ხოლო, თუ დასაფარი თანხა ნაკლებია 20 000 ლარზე, დაერიცხებათ დარჩენილი თანხის ოდენობა.”-აღნიშნულია განცხადებაში.

და კიდევ, მხოლოდ ღმერთმა უწყის, რამდენი ასეული დევნილია ხელისუფლებისგან მწარედ მოტყუებული...

გამოგვეხმაურეთ: 2 18 25 19

ან მოგვწერეთ: FB: pres-cavcasia.ge, pktv, ქეთი სესიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების ცენტრი