“იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით განაცხადი 410-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თითოეულ განაცხადი დეტალურად გადაამოწმა. გადაწყვეტილების შედეგად 50 ოჯახს იპთეკური სესხის დასაფარად ფულადი დახმარება გაეწევათ.

კომისიის გადაწყვეტილებით, იმ დევნილ ოჯახებს, რომელთა მიმართაც მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ფულადი დახმარება დაერიცხებათ შემდეგი პრინციპით: ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში (ეროვნული ვალუტის კურსით დაფარვის მომენტისათვის) აღებული სესხის დასაფარი თანხის ოდენობა თუ აღემატება 20 000 ლარს – დაერიცხებათ 20 000 ლარი, ხოლო, თუ დასაფარი თანხა ნაკლებია 20 000 ლარზე, დაერიცხებათ დარჩენილი თანხის ოდენობა.”-აღნიშნულია განცხადებაში.