Feedback

პრემიერ ღარიბაშვილის შვილები მესისთან - რა დააშავეს სხვა ბავშვებმა? (ვიდეო)

  /   ნანახია 518 ჯერ

პრემიერ ღარიბაშვილის შვილები მესისთან - რა დააშავეს სხვა ბავშვებმა? (ვიდეო)

[მაია ქართველიშვილი]

„ბარსას“ ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მესის რამდენიმე ბავშვი „შეახვედრეს“, რომლებსაც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ავტოგრაფი მისცა. ამ რამდენიმე ბავშვს შორის კი, პრემიერ ღარიბაშვილის შვილები - ნიკოლოზი და ანდრია აღმოჩნდნენ.

ცხადია, მესისთან შეხვედრა, ფეხბურთზე შეყვარებული მილიონობით ბავშვის ოცნებაა. თუმცა, რა პრინციპით შეარჩიეს მაინც და მაინც ღარიბაშვილის შვილები და არა, მაგალითად, რომელიმე დევნილის, მრავალშვილიანის, სოციალურად დაუცველისა თუ მაღალმთიანი სოფლების მკვიდრთა პატარები ან უბრალოდ, მხოლოდ მომავალი ფეხბურთელები, უცნობია.   

იმის შესახებ თუ რატომ და როგორ მოხვდნენ პრემიერის შვილები მესისთან, რასაც ასეულობით ქართველი ბავშვი უშედეგოდ ცდილობდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არ იციან. ორგანიზატორები კომენტარს არ აკეთებენ...

"ამ ბავშვებს არაფერს ვერჩი, ღმერთმა კეთილად გაახსენოს ხოლმე ეს წუთები. მაგრამ მამას - გადაბღენძილს - თფუ. პრემიერ მინისტრი ქვეყნისაა, ქაჯო. უნახავმა რა ნახაო. 

ბიჭო, იცი, რამდენი ბავშვისთვის შეიძლებოდა, იქ მოხვედრა მთელი ცხოვრების მანძილზე ერთადერთ ნათელ მოგონებად ქცეულიყო? შენ კი მათ თავებზე გაიარე. გადაბღენძილო, ჩაკეტილ წრეზე ხარ, შეგრძნება იმისა, რომ ეტლი კვახად გადაგექცევა ამ გარდასახვის დროს მუდმივად გიახლოვებს", - ასე გამოეხმაურა პრემიერის შვილების მესისთან "აღმოჩენის" ფაქტს, უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე. 

პრემიერის შვილებისა და მესის შეხვედრის ამსახველი ვიდეო სააგენტო ნეტგაზეთმა გაავრცელა. კადრებში ჩანს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ყოფილი ელჩი ესპანეთში, ზურაბ პოლოლიკაშვილიც.

„ბარსელონას“ ვარჯიშს, „დინამო არენაზე“, მედიის წარმომადგენლები, სტადიონზე მომუშავე ადამიანები და ის პირები ესწრებოდნენ, ვისაც ე.წ. დროებითი საშვები ჰქონდათ. 

შეგახსენებთ რომ უეფას სუპერთასის ფინალი დღეს, „დინამო არენაზე“ გაიმართება. „ბარსა“ „სევილიას“ დაუპირისპირდება.

 

ირაკლი ღარიბაშვილის შვილები ნიკოლოზი და ანდრია თბილისში ბარსელონას ვარჯიშზე #1