Feedback

“არავითარი საზღვრის გადმოწევა-გადაწევა არ ხდება,”-თინა ხიდაშელი

  /   ნანახია 469 ჯერ

“არავითარი საზღვრის გადმოწევა-გადაწევა არ ხდება,”-თინა ხიდაშელი

 

დღეს თამარაშენში საზღვრის გადმოწევის ფაქტზე დასმულმა კითხვამ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გააღიზიანა. ხიდაშელმა თქვა, რომ რუსთავი 2 სხვა სურათის ჩვენებას ცდილობს, რეალურად კი საზღვარი არ გადმოწეულა.

„საზღვარი გადმოიწია ძალიან ბევრი კილომეტრით აგვისტოს ომის დროს. მე მესმის, რომ რუსთავი 2-სთვის ეს რთული დასანახია, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ არის რთული დასანახი. ამ დღეების გამო თავს ვიკავებ თქვენზე საუბრისგან და ჩაივლის აგვისტოს დღეები და აუცილებლად გაგცემთ პასუხს რამდენიმე საკითხზე. არავითარი საზღვრის გადმოწევა გადაწევა არ ხდება, საზღვარი გადმოიწია ბევრი კილომეტრით 2008 წლის აგვისტოში,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა