Feedback

PKTV.GE - SOS!!! - დაუბანლობა დაავადებებს იწვევს!!!

  /   ნანახია 510 ჯერ

PKTV.GE - SOS!!! - დაუბანლობა დაავადებებს იწვევს!!!

ბანაობა რომ ელემენტარული ჰიგიენური ნორმაა, ამაზე ყველა დამეთანხმება. ერთი კურიოზული ფაქტი გამახსენდა - ერთ-ერთ სოფელში იყო კაცი, რომელიც ბანაობას ერიდებოდა. მოკლედ, საერთოდაც არ ბანაობდა. ერთხელ, შესთავაზეს, ცოლი მოიყვანეო და კარგი სოფლელი, ჯანმრთელი გოგოც გამოუნახეს. სანახავად დაუბანელს ხომ არ წაიყვანდნენ?! - ხოდა, ადგნენ სამეზობლო-საძმაკაცოს წარმომადგენლები და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ძალით დაბანეს, გაასუფთავეს და გოგს ოჯახში გასაცნობადაც წაიყვანეს. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, არ გამოვიდა ამ კაცის დაოჯახება, მაგრამ ნასიამოვნები სახით შემდეგი განაცხადა: უი, რა კარგი ყოფილა ბანაობა, აწი ყოველ კვირას დავიბანო!!!

რა დაგვემართა ხალხო? - მე ამ პრობლემაზე რამოდენიმე კვირის წინაც ვწერდი, ვიმუქრებოდი, ის დევი უნდა მოვკლა, ვინც წყალი გადაგვიკეტათქო. თქვენც არ მომიკვდეთ, არაფერი გამომივიდა, ვერც დევი მოვკალი (ვერ ვიპოვე, თორემ აუცილებლად „ვიბანავებდი“ მისი სისხლით) და არც ხალხმა მოიძია წყალი ზედმეტად...

Ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც ჩემს კოლეგას დაავადებათა კონტროლის ცენტრში გშემდეგი განუცხადეს: "ჰიგიენა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სერიოზული პრობლემაა. ბევრმა არც კი იცის, რომ სერიოზული დაავადებები სწორედ დაუბანლობით ჩნდება. ზაფხულში ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით ოფლის გამოყოფა ხდება. ოფლი ეს არის სითხე, რომელიც შედგება წყლისგან, ცოტაოდენი შარდოვანასგან, მარილებისგან, ცხიმებისგან და სხვა ორგანული ნივთიერებებისგან. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმიდან დღე-ღამის განმავლობაში 1000-2000 გრამი ოფლი გამოიყოფა. ოფლის გამოყოფა აუცილებელია ტემპერატურის შესანარჩუნებლად, თუმცა დაუბანლობა შესაძლოა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი გახდეს. როგორიცაა: კანის დაავადებები, გამონაყარი, ბაქტერიული დაავადებები, საშარდე მილების ანთება და ..

ადამიანმა ყოველ დღე უნდა იბანაოს, ეს ელემენტარული ნორმაა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელების დაუბანლობამ შესაძლოაძალიან ბევრი ინფექციური დაავადება გამოიწვიოს, როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული.

ხშირად მოსულა ჩვენთან პაციენტი, როცა გვითქვამს, რომ ამას ელემენტარული დაბანა შველის, ნაწყენი წასულა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ხშირად გვეუბნებიან, რომ კვირაში ერთხელ იბანენ და ეს ნორმალური ჰგონიათ. კიდევ ერთი, არაფრით არ შეიძლება სუნამოს გამოყენება დაუბანელ სხეულზე, სუნის ერთმანეთთან შერევა უარესია. ერთადერთი ჩვენი მთავარი რეკომენდაცია ბანაობაა"

გავარცელოთ აღნიშნული განცხადება. იქნებ, შეეშინდეს ხალხს დაავადებების მაინც და მათაც ეშველოს და ჩვენც. როდესაც ადამიანს მსგავს საკითხზე დელიკატურად შენიშვნას მისცემენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწყინოს. დავეხმაროთ ერთმანეთს რეალობის აღქმაში.