Feedback

სოციალური აფეთქება შემოდგომაზე?

  /   ნანახია 445 ჯერ

 სოციალური აფეთქება შემოდგომაზე?

იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფმა მოიმატა, ლარის კურსი არასტაბილურია და სოციალური ფონი მძიმეა, ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი შემოდგომაზე სოციალურ აფეთქებას არ გამორიცხავენ. ამ ნაწილის თქმით, სამი წლის მანძილზე ''ქართულმა ოცნებამ'' მის მიმართ იმედიანად განწყობილ ადამიანებში გულგრილობა დათესა. ბევრი მათგანი კი საერთოდ მტრად მოიკიდა.

„ იმის გამო, რომ მთავრობის ზოგიერთ ჩინოვნიკს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარი არ გააჩნია და სკამის დაკარგვის შიში აქვს, შეიძლება ქვეყანა თავზე დაგვემხოს! არც იმას გამოვრიცხავ, რომ შემოდგომაზე სოციალური აფეთქება მოხდეს. - აცხადებს  ექსპერტი მამუკა არეშიძე.