Feedback

რალი წალენჯიხაში და ვერცხლისმედალოსანი PKTV-ელი ცოტნე ლაგვილავა - PKTV.GE

  /   ნანახია 558 ჯერ

რალი წალენჯიხაში და ვერცხლისმედალოსანი PKTV-ელი ცოტნე ლაგვილავა - PKTV.GE

2015 წლის ივნისში წალენჯიხაში ავტორბოლა გაიმართა - ამ რალში მონაწილეობდნენ წალენჯიხა-ზუგდიდის ავტომრბოლელები. ამ შეჯიბრის ერთ-ერთი ავტომრბოლელი, წალენჯიხელი, მე-7 ნომერი - ცოტნე ლაგვილავა PKTV.GE-ს სახელით მონაწილეობდა, იგი ჩვენი ტელევიზიის ოპერატორია. ცოტნე რალში გამარჯვებულად მოგვევლინა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. იგი ასპარეზობდა ლურჯი ფერის სპორტული ავტომანქანით ''ჰონდა - სივიკი'', რომელსაც სიუჟეტში იხილავთ.
ვუსურვოთ ცოტნე ლაგვილავას გამარჯვებები და წარმატებები , ხშირად მოეტანოს გამარჯვებები PKTV.GE-სთვის, თავისი წალენჯიხისა და სრულიად საქართველოსთვის.
უფალი გფარავდეს ჩვენო ცოტნე ყველგან და ყოველთვის და იმ ასპარეზობაში, რასაც შენი საყვარელი - რალი და PKTV.GE-ში - ოპერატორობა ჰქვია.
ამის შემდეგ - სულ ოქროს მედლები!
გთავაზობთ 2015 წლის ივნისის რალის სიუჟეტს, რომელიც მომზადდა სამოყვარულო კამერით, რუბრიკისთვის ''გზად აკრეფილი რეპორტაჟები''.
მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის ქ. რუსთავში იმართება რალი საქართველოს მასშტაბით, სადაც ჩვენი ''ტელევიზიონშიკი'' ვერცხლისმედალოსანი PKTV.GE-ს უნიფორმითა და PKTV.GE-ს სახელით იღებს მონაწილეობას - წარმატებები ცოტნე ლაგვილავას და PKTV.GE-ს!
მონტაჟი: ნიკა მწარიაშვილი